1 აგვისტოს საპარლამენტო არჩევნებში კოალიცია "ქართული ოცნების" გამარჯვებიდან 10 თვე გავიდა. საინიციატივო უფლებადამცველი ჯგუფი "ბიზნესმენები საქართველოში თავისუფალი ბიზნესისთვის" განვლილ ათ თვეს აფასებენ. „რეპორტიორი" განცხადების სრულ ტექსტს გთავაზობთ.
„10 თვე ოცნებაში: 1ოქტომბრიდან დღემდე 10 თვე გავიდა, სამართლიანობის აღდგენა, ქვეყნის გაჯანსაღება სამწუხაროდ, ისევ ოცნებად რჩება. სისტემაც არ ჩამოშლილა ისევ მოქმედებს. მიღებული დაპირებებიდან სიტყვას საქმე არ მოჰყოლია, საზოგადოებაში გაჩენილია იმედგაცრუება.
არსებულ ვითარებაში, იქმნება შთაბეჭდილება, რომ დამნაშავეები და მიტაცებული ქონება ხელშეუხებელია, შემდგარია შეთანხმება, რომელიც უხეშად შენიღბულია კოჰაბიტაციით.
არცერთი გამოძიებული საქმე, მძიმე სახემწიფო დანაშაულში მონაწილე პირები თავისუფლდებიან პასუხისმგებლობისაგან! კვლავ ინარჩუნებენ თანამდებობებს, წინაურდებიან, მზეს ეფიცხებიან კურორტებზე, თითქოს არაფერი მომხდარა?! აკონტროლებენ მიტაცებულ ქონებას, მონოპოლიზირებულ ბიზნესებს, იღებენ დივიდენდებს, მაშინ როცა ამდენი უმუშევარი, რეპრესირებული სავალალო მდგომარეობაში მყოფი დამცირებული და დაზარალებულია. თავის სიმართლის მისაღწევად ზოგიერთი მათგანი უკიდეროსებაში ჩავარდნილი გულის მოსაოხებლად ქვასაც კი ისვრის.
მედიაში ხშირად ვრცელდება ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადება სამართლიანობის აღდგენის, ქვეყნის გაჯანსაღების პროცესის გაჭიანურებაზე აანონსებენ ყველაფერი მყისიერად მოხდებაო, რომ უხერხულად გრძნობენ თავს, არ არიან მზად ჯერ, ოქტომბრიდან ჩამოყალიბდებიან, პოლიტიკური გადაწყვეტილებაა მისაღები, კომისიები, ფონდები შეიქმნებაო... ეს ყველაფერი უკვე ლირიკას, ზღაპარს ისევ ოცნებას ემსგავსება ვიდრე მოქმედებას...
დანაშაულის სამართლებრივი შეფასება და მასზე რეაგირება დემოკრატიული სამყაროში წესრიგის უპირობო შემადგენელი ნაწილია, ნორმალურ ქვეყანაში სამართალს, ეკონომიკას მყარი საფუძვლები უნდა ჰქონდეს. კანონის მოთხოვნა ყველასათვის ერთი უნდა იყოს, უმცირესობისათვის თუ უმრავლესობისათვის, მოძალადესათვის და დაზარალებულისათვის! პროცესის გაჭიანურება კითხვის ნიშნებს იწვევს! აღარ ვამბობ ავტორიტეტის დაკარგვას! მოვიშველიებდი ახალ ხელისუფლების ამ ტერმინს და ავღნიშნავ, რომ საზოგადოებაში ჩაისახა იმედგაცრუება და მათ მიმართაც არსებობს ბევრი კითხვის ნიშანი"- ნათქვამია განცხადებაში.