ეკონომიკა
ბიზნეს-ომბუდსმენი მთავრობას წლიურ ანგარიშს თებერვალში წარუდგენს
ავტორი: თამარ ბატიაშვილი
03 თებერვალი, 2014. 12:19
2013 წლის განმავლობაში ბიზნეს-ომბუდსმენის აპარატში 500-ზე მეტი საჩივარი შევიდა. როგორც ბიზნეს-ომბუდსმენი აცხადებს, შემოსული საჩივრების უმეტესობა საგადასახადო თემატიკისაა. გიორგი გახარიას თქმით, საჩივრების უმეტესობა გადაწყვეტილია, ზოგიერთი ნაწილობრივ მოგვარდა, ხოლო რიგ საკითხებზე მოკვლევა გრძელდება.
გახარია კონკრეტულ შემთხვევებზე არ საუბრობს, თუმცა აცხადებს, რომ თებერვალში ბიზნეს-ომბუდსმენი მთავრობას წლის ანგარიშს წარუდგენს, სადაც დეტალურ შემთხვევებზეც იქნება საუბარი. მისივე თქმით, მიმდინარე წლის დასაწყისში ბიზნესის მხრიდან საჩივრები არ მიუღიათ, თუმცა თვის მეორე ნახევრიდან აპარატში სტანდარტული რაოდენობის განაცხადები შევიდა, რაც მომართვიანობის გაზრდა-შემცირების ტენდენციაზე საუბრის საშუალებას არ იძლევა.
12 თებერვალი, 2016. 14:50
11 თებერვალი, 2016. 19:52
11 თებერვალი, 2016. 19:48
11 თებერვალი, 2016. 19:47
11 თებერვალი, 2016. 18:52
11 თებერვალი, 2016. 17:35
04 თებერვალი, 2016. 10:35
25 იანვარი, 2016. 23:54
23 იანვარი, 2016. 21:32
18 იანვარი, 2016. 17:12
06 იანვარი, 2016. 19:45
22 დეკემბერი, 2015. 16:19
03 დეკემბერი, 2015. 12:35
11 ნოემბერი, 2015. 22:28
11 ნოემბერი, 2015. 14:00