reportiori.ge - შსს-მ პოლიციის შენობის დაზიანების და პოლიციის თანამშრომლის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 20:26
სამართალი
შსს-მ პოლიციის შენობის დაზიანების და პოლიციის თანამშრომლის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
ავტორი:
02 აგვისტო, 2013. 12:14

შსს-ს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს 1-ლი განყოფილების თანამშრომლებმა ამავე განყოფილების შენობის დაზიანების და პოლიციის თანამშრომლის დაჭრის ბრალდებით 1993 წელს დაბადებული უშანგი თ. მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავეს.

2013 წლის 2 აგვისტოს, ღამის საათებში, ხელყუმბარით შეიარაღებული ახალგაზრდა მამაკაცი გლდანის მასივში მდებარე 1-ლი განყოფილების შენობაში შევიდა. მის მიერ ხელყუმბარის ამოქმედების შედეგად ფეხის არეში მსუბუქად დაიჭრა პოლიციის თანამშრომელი და დაზიანდა პოლიციის შენობა.

დაჭრილ პოლიციელს პირველადი სამედიცინო დახმარება საავადმყოფოში გაუწიეს. ამჟამად ის სამკურნალო დაწესებულებიდან უკვე გაწერილია.

წინასწარი მონაცემებით, უშანგი თ. ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. დადგინდა, რომ ბრალდებული წარსულში ქურდობისთვისაა ნასამართლევი.

დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი მკვლელობის მცდელობის და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა- შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 19-109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ" ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2- ნაწილებით). 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016