reportiori.ge - ხუთი პროფესია, რომელიც ფსიქიკას ანადგურებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 12:54
სხვადასხვა
ხუთი პროფესია, რომელიც ფსიქიკას ანადგურებს
ავტორი:
03 თებერვალი, 2014. 15:15

ფსიქოლოგებმა და სოციოლოგებმა კვლევის შედეგად ხუთი პროფესია გამოავლინეს, რომლებიც ადამიანებში ფსიქიკურ აშლილობას ყველაზე ხშირად იწვევენ.

 

ბუღალტერი - ცნობილი ფაქტია, რომ ამ პროფესიის წარმომადგენელთა უმეტესობა იმდენად შედის როლში, რომ საკუთარი საქმის პრინციპები პირად ურთიერთობებშიც გადმოაქვს და სიზუსტისკენ მიისწრაფის. ბუღალტრის პროფესია ყველაფრის სწორად და ზუსტად კეთებას მოითხოვს, ამიტომაცაა, რომ ბუღალტრებს ყველაფერი ახალი და ექსტრემალური აშინებთ.

 

ჟურნალისტი - ზედაპირულობა ეს ჟურნალისტისთვის აუცილებელი თვისებაა. ჟურნალისტის პროფესია საკითხის დეტალურ ცოდნას არ მოითხოვს, შესაბამისად მისი ინტერესი მიმართულია არა სიღრმეზე, არამედ სიგანეზე. ამ პროფესიის ადამიანებს სამსახურეობრივი თვისებები პირად ურთიერთობებშიც მოყვებათ. 

 

სამხედრო - ამ ადამიანებისთვის ცხოვრება მკაცრი დისციპლინის გარეშე წარმოუდგენელია. ფსიქოლოგების აზრით, ოფიცერი პროფესია კი არა ცხოვრების სტილია, მათ ხშირ შემთხვევაში საერთოდ არ გააჩნიათ იუმორის გრძნობა და თუ ხუმრობენ მხოლოდ სპეციფიურად. ცნობილი ფაქტია, რომ პენსიაზე გასული სამხედრო პირი ოჯახის წევრებისთვის  „საოჯახო ტირანად“ იქცევა ხოლმე. 

 

იურისტი - ამ პროფესიის ადამიანები ხალხის ტალღაში მკაცრი კოსტუმით, ხელში ქეისით და კონსერვატული ვარცხნილობით გამოირჩევიან, თუმცა ეს მხოლოდ გარეგნული მაჩვენებლებია. შინაგანად იურისტები საოცრად თავშეკავებულნი არიან, საუბრის დროს დაძაბულობას გრძნობენ და თვითკონტროლის გამო პროფესიული ტერმინების მაქსიმალურად გამოყენებას ცდილობენ. 

 

ექიმი - ეს პროფესია ადამიანს დიდ პასუხისმგებლობას აკისრებს. ექიმების ცინიზმი კი გახლავთ ორგანიზმის რეაქცია პაციენტების ტანჯვაზე, რომელსაც ექიმები ყოველდღიურად ხედავენ. ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ თუ ექიმის ცხოვრებაში რაიმე პირადი ტრაგედია მოხდება, ისინი ამას მშვიდი გულგრილობით შეხვდებიან, რაც ფსიქოლოგთა განმარტებით ფსიქოლოგიური პრობლემების ნიშანია.

 

(მოამზადა რუსუდან ჯაბანიშვილმა)

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016