reportiori.ge - აფხაზეთის მთავრობა: ოკუპირებული რეჩხის ეკლესიიდან ქართული ლიტერატურა ნახევარი წლის წინ გაიტანეს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 20:35
კონფლიქტები
აფხაზეთის მთავრობა: ოკუპირებული რეჩხის ეკლესიიდან ქართული ლიტერატურა ნახევარი წლის წინ გაიტანეს
ავტორი:
03 თებერვალი, 2014. 16:11

რადიო აფხაზეთის ხმაში გუშინ გამოქვეყნებულ ინფორმაციას აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგენლობაში პასუხობენ.

 

Livepress.ge- ინფორმაციით, უწყებაში განმარტავენ, რომ გამოქვეყნებული ინფორმაცია არასწორია და ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ რეჩხის ქართული ეკლესიიდან აფხაზებმა ქართული საღვთისმეტყველო ლიტერატურა ჯერ კიდევ ნახევარი წლის წინ გაიტანეს. აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის პრესსამსახურის თანამშრომლის ხათუნა გუჩუას განცხადებით, ტაძარი ნახევარ წელზე მეტია დახურულია და წირვა-ლოცვა არც რუსულ და არც ქართულ ენებზე არ მიმდინარეობს.

 

გუშინ რადიო აფხაზეთის ხმამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობას რეჩხის ეკლესიიდან ლიტერატურის გატანა სურდა, თუმცა ამის საშუალება ადგილობრივებმა არ მისცეს.

 

 

(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)

‹ წინა123...89შემდეგი ›
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016