reportiori.ge - სასარგებლო რჩევები ყვავილების დიდი ხნით შენახვისთვის
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 13:31
სხვადასხვა
სასარგებლო რჩევები ყვავილების დიდი ხნით შენახვისთვის
ავტორი:
03 თებერვალი, 2014. 19:21

ყვავილებისათვის განკუთვნილი ლარნაკი აუცილებლად სუფთა უნდა იყოს. ბაქტერიები, რომლებიც წყლის საშუალებით ყვავილებში ხვდებიან, ყვავილის სასიცოცხლო დროს მნიშვნელოვნად ამცირებენცდა თანდათანობით კლავენ მას.

 

 

ასევე, ყვავილებს ძალიან ეშინიათ ტემპერატურის მკვეთრი ცვალებადობის. ამიტომაც, მათთვის ადგილის შეცვლისას სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო. 2-4 ცელსიუს ტემპერატურაზე ყოფნამ შეიძლება მისი სასიცოცხლო დრო10-15 წუთამდე შეამციროს. ყვავილები, ასევე კატეგორიულად ვერ იტანენ სიცხესა და უჰაერობას, განსაკუთრებით მზის პირდაპირი სხივების ზემოქმედებას. ასეთ პირობებში თაიგული ერთ დღესაც კი ვერ გაძლებს.

 

 

ყვავილების სიცივიდან სახლში შემოტანის დროს 10 წუთი მოიცადეთ, სანამ ყვავილები ოთახის ტემპერატურას შეეჩვევიან.

 

 

ყვავილებიან ლარნაკს წყალი ყოველდღე შეუცალეთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი უბრალოდ დაუმატეთ წყალი უკვე არსებულს. ვინაიდან, გაფუჭებული წყალი გამოიწვევს ყვავილის სწრაფ ჭკნობას. ასევე, მოაშორეთ გამხმარი ფოთლები და ყვავილები.

 

 

თაიგულს მოუძებნეთ მზის სხივების პირდაპირი და გამათბობლის ზემოქმედებისგან მოშორებული ადგილი. პერიოდულად ყვავილებს წყალი მიასხურეთ, რაც  მათ სიახლეს მიანიჭებს და დიდი ხნით შენარჩუნებას ხელს შეუწყობს.

 

 

ერთ ლარნაკში რამდენიმე სახეობის ყვავილი  არ შეურიოთ. თუმცა, ყვავილის ზოგიერთ სახეობას ერთად არსებობა შეუძლია, მაგალითად ვარდს და მიხაკს.

 

 

ყვავილები სწრაფად დაჭკნება, თუ მათ ჩადებთ ერთ ლარნაკში ნარცისებთან, შროშანებთან და რეზედებთან ერთად. ამიტომაც, სასურველია მათი ცალ-ცალკე მოთავსება. მათი ტუიას, ნემსიწვერას და ჩიტისთვალას ტოტებთან მოთავსება კი პირიქით,  ყვავილების დიდი ხნით შენახვაში დაგეხმარებათ.

 

 

(მოამზადა რუსუდან ჯაბანიშვილმა)

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016