სპორტი
საქართველოს დელეგაცია სოჭში გაფრინდა
ავტორი: ლილუ მიროტაძე
04 თებერვალი, 2014. 11:08
სოჭში გაემგზავრნენ საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი მამუკა ხაბარელი, ოლიმპიური კომიტეტის გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი და ადმინისტრაციის წევრი რუსუდან აფციაური.
ქართული დელგაციის მეორე ჯგუფი სოჭში 6 თებერვალს დილით გაემგზავრება. მათ შორის იქნებიან სპორტსმენები, ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი, ოლიმპიური კომიტეტის მაღალჩინოსნები და სხვა პირები.
სოჭის ოლიმპიადაზე სულ ოთხი ქართველი სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას: მოთხილამურეები ნინო წიკლაური, იასონ აბრამაშვილი, ალექსი ბენიაიძე და მოციგურავე ელენე გედევანიშვილი, რომელიც სოჭში 14 თებერვალს კანადიდან ჩავა.
საქართველოს ნაკრების მედროშე ოლიმპიადის გახსნაზე ნინო წიკლაური იქნება.
07 თებერვალი, 2016. 00:45
06 თებერვალი, 2016. 18:47
04 თებერვალი, 2016. 16:17
29 იანვარი, 2016. 10:58
27 იანვარი, 2016. 16:58
26 იანვარი, 2016. 23:00
26 იანვარი, 2016. 13:26
26 იანვარი, 2016. 11:49
25 იანვარი, 2016. 17:27
23 იანვარი, 2016. 15:05
23 იანვარი, 2016. 14:19