reportiori.ge - საჯარო ბიბლიოთეკაში პოეზიის საღამო გაიმართება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 14:28
კულტურა
საჯარო ბიბლიოთეკაში პოეზიის საღამო გაიმართება
04 თებერვალი, 2014. 17:46

5 თებერვალს, საჯარო ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში, 17:00 საათზე ახალგაზრდა პოეტის - სოფო ღლონტის პოეზიის საღამო გაიმართება. აღნიშნულ საღამოზე პოეტის პირველი წიგნის ზამთარგამოვლილი ბაღის" პრეზენტაცია გაიმართება. წიგნში 100-ზე მეტი ლექსია წარმოდგენილი.


30 წლის პროფესიით მსახიობი და პოეტი 400-მდე ლექსის ავტორია. საზოგადოებამ სოფოს პირველი ლექსები ჟურნალი "ცისკარის" მეშვეობით გაიცნო. ახალგაზრდა პოეტების კონკურსში სოფოს შემოქმედებამ ჟიურის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა და მისი ლექსები ამავე კონკურსისადმი მიძღვნილ წიგნში დაიბეჭდა. პოეტი არაერთი საღამოს ავტორია, მათ შორის სამების საკათედრო ტაძრის - ახალგაზრდულ ინტელექტუალურ ცენტრსა და რუსთაველის საზოგადოებაში.


საღამოს თეატრალიზებული სახე ექნება, ლექსებს ცნობილი და დამწყები არტისტები წაიკითხავენ. წიგნის პრეზენტაციას დაესწრებიან მწერალთა კავშირის წევრები და საზოგადოების სხვა წარმომადგენლები.


 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016