reportiori.ge - მარკ ცუკერბეგს ქართველი მამა ჰყავს?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 08:36
ყვითელი
მარკ ცუკერბეგს ქართველი მამა ჰყავს?
ავტორი:
05 თებერვალი, 2014. 20:33

საფრანგეთში მცხოვრებმა ჟურნალისტმა და პოლიტიკურმა დევნილმა, ბონდო ქურდაძემ საკუთარი ფეისბუკის გვერდზე სოციალური ქსელის დამაარსებელ მარკ ცუკერბერგზე ინფორმაცია გამოაქვეყნა.

მეგობრებო, ბატონ თამაზ ჭეიშვილის მომავალო ბიოგრაფებო, კარგად დააკვირდით ამ სურათს და აუცილებლად აღმოაჩენთ მარკ ცუკერბერგის და ბატონ თამაზ ჭეიშვილის თვალების წყლიან, ალალ და გულუბყვილო გამოხედვათა საოცარ მსგავსებას და ამ ორი პიროვნების განუზომლად დიდი ნიჭიერების ჰარმონიულ თანხვედრას... ამას თუ დავუმატებთ, თამაზ ჭეიშვილის დღემდე საიდუმლოებით მოცულ მოგზაურობას, 1983 წლის აგვისტოს თვეში, ამერიკის შეერთებულ შტატებში (შეგახსენებთ,რომ ფეისბუკის დამაარსებელი მარკ ცუკერბერგი, 9 თვის შემდეგ, 1984 წლის 14 მაისს მოევლინა ქვეყანას), რომელმაც იმდრონდელი საბჭოთა კავშირის კაკებეს წარმომადგენლებს, მრავალი კითხვის ნიშანი დაუტოვა, რადგან 1984 წლის 15 მაისს, .. მარკის დაბადების მეორე დღეს, გაზეთ ახალგაზრდა კომუნისტში, იბეჭდება, ამავე გაზეთის თანამშრომლის, თამაზ ჭეიშვილის სკანდალური წერილი: ნაყოფი, რომელიც, მე, ამერიკაში დავრგე...“, რომლის შენიღბული, ქვეტექსტური შინაარსი, დღემდე, ანუ ამ პოსტის დაბეჭვდამდე, ვერავინ ამოხსნა(?!)... ალბათ, თქვენთვის ნათელი გახდა, თუ რა კავშირია ამ გენიალურ პიროვნებათა შორის...

გიხაროდენ საქართველოვ, კიდევ ერთი ქართველი მილიარდელი შეემატა ჩვენს ბედკრულ ქვეყანას! იმედია, ამ პოსტს, გადაუთარგმნიან მარკს და მისივე დაარსებული ფეისბუკი, კიდევ უფრო პოპულარული გახდება მსოფლიოში. ფეისბუკმა, საბრალო მარკს, ნამდვილი მშობელი მამა აპოვნინა და წერტილი დაესვა 30 წლიან საიდუმლოს და ბატონ თამაზ ჭეიშვილის შეჭირვებულ, გაუსაძლის ცხოვრებას(!!!)...

ფრთხილად, ბატონო ბიძინა, ნუ გვაბოლებ სამოქალაქო სექტორებით, წინ ახალი გამოწვევებია, ჰორიზონტზე ორი მილიარდელი, მამაშვილი, თამაზ და მარკ ჭეიშვილები მოაბიჯებენ!!!“, -წერს ის.

 

(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016