reportiori.ge - ათი ყველაზე საშიში და უცნაური ადგილი, რომელიც სხვადასახვა ქვეყანაში მდებარეობს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 15:02
სხვადასხვა
ათი ყველაზე საშიში და უცნაური ადგილი, რომელიც სხვადასახვა ქვეყანაში მდებარეობს
ავტორი:
06 თებერვალი, 2014. 02:07



საშინელი ადგილებიდან პირველ ადგილ"ბოროტი მუზეუმი" იკავებს, რომელიც რუმინეთის ციხე-სიმაგრეში მდებარეობს. დრაკულაზე ლეგენდა სწორედ აქ წარმოიშვა. ლეგენდის თანახმად, ციხე პრინც ვლად მეოთხეს, იგივე ვლად დრაკულას ეკუთვნოდა. ლეგენდისვე მიხედვით,  დაავადების გამო იგი ნათესავებისგან გარიყული იყო და ამ კოშკში ვამპირული მონადირებების შემდეგ მხოლოდ დასასვენებლად მოდიოდა.


 




მეორე ადგილზეა "მელბურნის ციხე" ავსტრალიაში, სადაც სტუმრები პატიმართა დასასჯელი, ე.წ. "სასიკვდილო ნიღბების" სრულ კოლექციას წააწყდებიან. მათგან ორს თეთრ და შავ ნიღაბს  წარმოგიდგენთ. „თეთრ ნიღაბს“ პატიმარი ე.წ. სეირნობის დროს ატარებდა კომუიკაციის მიზნით. შავ ნიღაბს კი დაუმორჩილებელ პატიმარს მეტი ტკივილის მისაყანებლად უკეთებდნენ.






მესამე ადგილზეა "სასაფლაო კომპლექსი დილმუნი", რომელიც ბახრეინში მდებარეობს და სადაც მძიმე სასჯელის ხალხია დაკრძალული.


 




მეოთხე ადგილს იკავებს "პორტი Raleigh"-ი,  კაროლინაში მდებარეობს. გიდები  დამთვალიერებლებს უყვება თუ როგორ გაუჩინარდა უამრავი ინგლისელი კოლონისტი უკვალოდ იმ ადგილიდან.





მეხუთე ადგილზეა ჩრდილო ლიტვაში მდებარე "ჯვრების ქალაქი შაულაი", სადაც ნახავთ ათასობით სხვადასხვა ფორმისა და წარმოშობის ჯვარს. ლეგენდის თანახმად, იქ მდებარეობდა ხის ციხე-კოშკი "კულა".






მეექსვე ადგილზეა "ქალაქი ცენტრალია" პენსილვანიის შტატში, სადაც 46 წლის მანძილზე მიტოვებულ შახტაში გაჩენილი ხანძრის კვამლი გზებზე ამოდის. ხანძრის მიზეზი კი დღემდე გაურკვეველია. ვინაიდან ქალაქი გახვეულია ბურუსსა და ნავლში, იქ ცხოვრება1980 წლიდან შეუძლებელია.


 





მეშვიდე ადგილს კი "ავსტრიის თემთა გალშტატი" იკავებს, რომელიც ძნელად მისაღწევ ალპურ რელიეფზე მდებარეობს. ამ ადგილას მიწიდან გარდაცვლილთა ძვლები ზემოთ ტივტივს იწყებდა ხოლმე, რის გამოც დაკრძალვის დროს ვინაობის საგანგებო წარწერას უკეთებდნენ, დღეისათვის კი სპეციალური დაკრძალვის ადგილი აქვთ გამოყოფილი. ამ ადგილას  ათასი ადამიანი ცხოვრობს.

 

 





მერვე ადგილზე "ამერიკული ვეიქროსია“, რომელიც ჯორჯიის შტატში მდებარეობს და ცნობილია ალიგატორებზე ლეგენდებით ადგილობრივ ჭაობებში. აქ  ასევე წააწყდებით ინდიელთა უძველეს სამარხებს.




მეცხრე ადგილზეა  ინგლისში მდებარე "ციხე-კოშკი Castlereagh".




და ბოლო, მეათე ადგილზეა "პარიზის კატაკომბები", სადაც მიწისქვეშა ლაბირინთი საუკუნეების ძვლებით არის წარმოდგენილი, რომელიც XVIII-ე საუკუნის ბოლოთი თარიღდება და მოიცავს ექსვი მილიონი ადამიანის ძვალს. გალავანი კი სხვადასხვა წყაროს მიხედვით გადაჭიმულია 187-დან 300 კილომეტრამდე.




                                                                                                               (მოამზადა რუსუდან ჯაბანიშვილმა)

               



 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016