კონფლიქტები
ეროვნული ბიბლიოთეკა დვანის მუნიციპალიტეტს ხუთასამდე წიგნს საჩუქრად გადასცემს
ავტორი: ქრისტინე ფოფხაძე
06 თებერვალი, 2014. 12:09
პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ინფორმაციით, საზღვრისპირა რეგიონებისა და კონფლიქტის ზონის მოსახლეობის მხარდასაჭერად ეროვნული ბიბლიოთეკა რიგ ღონისძიებებს გეგმავს.
ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენლები, დღეს, სოფელ დვანის მუნიციპალიტეტს ხუთასამდე წიგნს საჩუქრად გადასცემენ.
აქაური მოსწავლეებისთვის ბიბლიოთეკაში ექსკურსიაც იგეგმება. მოსწავლეები გაეცნობიან ბიბლიოთეკის დაარსების ისტორიას, სიახლეებს და ბიბლიოთეკით სარგებლობის წესებს. მოეწყობა სპეციალური კინოჩვენება.
მსგავსი ღონისძიებები სხვა მუნიციპალიტეტებისთვისაცაა დაგეგმილი.
ეროვნული ბიბლიოთეკის პრესცენტრი კიდევ ერთ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, დღესვე გაიმართება ეროვნული ბიბლიოთეკის ელექტრონული ბაზების პრეზენტაცია.
12 თებერვალი, 2016. 11:05
19 დეკემბერი, 2015. 13:29
05 ნოემბერი, 2015. 12:49
29 ოქტომბერი, 2015. 12:32
13 ოქტომბერი, 2015. 14:18
26 აგვისტო, 2015. 13:42
13 აგვისტო, 2015. 12:49
04 აპრილი, 2015. 10:36
03 აპრილი, 2015. 20:10
12 მარტი, 2015. 20:18
28 თებერვალი, 2015. 15:39
21 თებერვალი, 2015. 12:07
18 თებერვალი, 2015. 18:30
17 თებერვალი, 2015. 20:02