ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ, დღეს სამების საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვის დასრულების შემდეგ ბრძანა.
უწმინდესმა მრველს დღევანდელი დღესასწაული, წმინდა ილია თეზბიტელისა და წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) ხსენების დღე მიულოცა. როგორც პატრიარქმა ბრძანა, წყალობა და მადლი ღვთისა, რომელიც გადმოდის საქართველოზე, ეს არის არა ჩვენი დამსახურება, არა ჩვენი ლოცვა და კეთილი საქმეები, არამედ ღვთის წყალობა, ღვთის მადლი და ღვთის სიყვარული.
„წმინდა ელია წინასწარმეტყველის ლოცვით, რომელიც დაიწყო მირიან მეფისგან გრძელდება დღემდე და იქნება ვიდრე იარსებებს დედამიწა. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, ვთხოვოთ უფალს, რომ სიძულვილი სიყვარულად შეიცვალოს, ცოდვა მადლად იქცეს და იმედი გვაქვს, რომ ეს ასე მოხდება. წყალობა, მადლი ღვთისა გფარავდეთ თქვენ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ" - ბრძანა უწმინდესმა.
პატრიარქს წმინდა სინოდის სახელით მფარველი ანგელოზის დღე მიულოცა მესტიისა და ზემო სვანეთის მთავარეპოსკოპოსმა მეუფე ილარიონმა. ამასთან, დღეს 20:00 საათზე საპატრიარქოს ეზოში მრევლს პატრიარქისთვის ანგელოზის მილოცვის დღის საშუალება ექნება.