reportiori.ge - ლევან ბუხაიძე: სანდრო გირგვლიანის მკვლელობის გამო, ყველა დამნაშავე პასუხს აგებს! ეს არის ჩემი ბოლო კომენტარი!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 03:54
მთავარი თემა
ლევან ბუხაიძე: სანდრო გირგვლიანის მკვლელობის გამო, ყველა დამნაშავე პასუხს აგებს! ეს არის ჩემი ბოლო კომენტარი!
ავტორი:
06 თებერვალი, 2014. 16:00

სანდროს გარდაცვალებიდან 8 წელი გავიდა. ამ წლის განმავლობაში უზარმაზარ მხარდაჭერას და თანადგომას ვგრძნობდით საზოგადოებისგან, რისთვისაც დიდ მადლობას მოგახსენებთ.


სამწუხაროდ, ამ ბოლო დროს მედიის საშუალებით საეჭვოდ და მიზანმიმართულად გააქტიურდა სანდრო გირგვლიანისა და ჩემს მიმართ ბინძური კამპანია... აქამდე თავს ვიკავებდი კომენტარების გაკეთებისგან, რადგან წარმოუდგენელია, ამ ავადმყოფურ ბრალდებებზე კომენტარის კეთება...


და მეორეც - საქმე დაბრუნდა ხელახალ გამოძიებაში და მე, როგორც მოწმეს და დაზარალებულს, არ მაქვს უფლება გამოძიების მასალები გავახმაურო. შესაბამისად, ვერ გამოვეხმაურები ნებისმიერ საგაზეთო პუბლიკაციას ან სატელევიზო სიუჟეტს...


არადა, გამძაფრდა ჩემს მიმართ ბინძური კამპანია და კარგად მესმის თქვენი ინტერესიც ამ საქმის მიმართ, გიჩნდებათ უამრავი კითხვა, თანაც მაშინ, როცა ასე ცდილობენ აბსურდული და გაუგონარი ფაქტები მომაწერონ. მაგალითად, გაზეთ პრაიმ-ტაიმში" გამოქვეყნდა პუბლიკაცია, თითქოს სანდროს მკვლელობაში ბრალდებულ განსასჯელებს ციხეში ვნახულობდი და ჩემი ტელეფონის ნომრით სარგებლობდნენ. კატეგორიულად ვაცხადებ - ეს არის სრული სისულელე და ტყუილი! თან, ამის დადგენა ძალიან მარტივია და გამოძიება დაადგენს!

ვინ უნდა მენახა ციხეში, სანდროს მკვლელები და ჩემი სიცოცხლის გამმწარებლები?


ვერც ამ აბსურდულ ტყუილზე და ვერც ახალაიას ადვოკატის ავადმყოფურ და ბნელ აზრებზე ვერ დავიწყებ თავის მართლებას, თითქოს მე მაქვს კავშირი სანდროს მკვლელობასთან... ეს რომ სიმართლესთან ახლოს იყოს, მაშინდელ გამოძიებას არ გაუჭირდებოდა ჩემთვის ამ მკლველობის დაბრალება, რისი მცდელობაც მაშინვე იყო!


ყველა მედიასაშუალებას სათითაოდ ვერ გამოვეკიდები და ვერ გავცემ სხვადასხვა აბსურდულ ბრალდებებზე პასუხს, მით უფრო, როცა ვისაც არ ეზარება, ცდილობს, ჩემი და სანდროს სახელით საკუთარი თავის პიარი გაიკეთოს და არ ადარდებს არც სანდროს ოჯახის განცდები და არც ჩემი და ჩემი ოჯახის...


მეტიც - ვფიქრობ, მიზანმიმართული კამპანია მიდის, რომ როგორმე მოხდეს დამნაშავეების რეაბილიტაცია და სამწუხაროდ, ამ საქმეში კარგად იყენებენ ზოგიერთ მედია საშუალებას!გთხოვთ, ნუ აყვებით ამ პროვოკაციებს, საქმეზე განახლებულია გამოძიება, ახალი გარემოებებია აღმოჩენილი და სასამართლოში გაირკვევა სიმართლე! დარწმუნებული ვარ, ყველა დამნაშავე აგებს პასუხს! ჩემის მიმართ აეთი ბინძური კამპანია ერთადერთი მიზეზით გრძელდება - ვერ მოუნელებიათ სანდროს საქმეზე ცოცხალი მოწმის არსებობა!


გამოძიების დასრულებამდე მე აღარ ვაპირებ არავითარი კომენტარის გაკეთებას, რადგან არც მინდა და არც მაქვს უფლება ჩემი კომენტარებით ხელი შევუშალო სისხლის სამართლის საქმის გამოძიების პროცესს! დარწმუნებული ვარ, კიდე ბევრ „მოხალისეს" გამოაჩენენ და კიდევ ბევრი აბსურდული ბრალდების გავრცელებას შეეცდებიან. ვერავის გულს ვერ გავახარებ ახლა და პოლემიკაში ვერ შევალ გაურკვეველი „წარმოშობის" პროვოკატორებთან!!! თქვენც მინდა გთხოვოთ - ნუ აყვებით ამ ბინძურ კამპანიას, რათა მერე საკუთარ სინდისთან და პროფესიულ ეთიკასთან წინააღმდეგობაში არ მოხვიდეთ!


გაითვალისწინეთ, რომ ნებისმიერი მედია-საშუალებით გავრცელებულ ტყუილს დიდი ტკივილი მოაქვს ჩემი ოჯახისთვის, ჩემთვის და სანდროს მამისთვის!


დიახ, სწორედ ამ მიზეზის გამო გავხდი იძულებული, დღეს თქვენს წინაშე გამეკეთებინა კომენტარი უკვე გაჟღერებულ ცრუ ბრალდებებთან დაკავშირებით... დაელოდეთ გამოძიების დასრულებას და სასამართლო პროცესის დაწყებას... იქ მიიღებთ ზუსტ და ამომწურავ პასუხს ნებისმიერ კითხვაზე!


 

23 დეკემბერი, 2015. 17:51
‹ წინა123...910შემდეგი ›
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016