reportiori.ge - გრან სლემზე თოთხმეტის ნაცვლად, ცხრა ძიუდოისტი იასპარეზებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 16:20
სპორტი
გრან სლემზე თოთხმეტის ნაცვლად, ცხრა ძიუდოისტი იასპარეზებს
ავტორი:
06 თებერვალი, 2014. 19:22

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები შაბათ-კვირას პარიზში გასამართ გრან სლემზე თოთხმეტკაციანი შემადგენლობის ნაცვლად, ცხრა სპორტსმენით იასპარეზებს. გუნდი საფრანგეთში მთავარი მწვრთნელის გარეშე გაემგზავრა, რომელსაც ნაოპერაციევი ფეხი აწუხებს. ამის შესახებ „მსოფლიო სპორტს" ნაკრების მწვრთნელმა ირაკლი უზნაძემ განუცხადა.

 

სამწუხაროდ, ბოლო დღეებში უსიამოვნო ამბები მოგვეძალა. პარიზულ ტურნირსა და ერთობლივ სანაკრებო წვრთნებს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შალვა ქარდავა (66 კგ), ზებედა რეხვიაშვილი, ნუგზარ ტატალაშვილი (ორივე 73 კგ) და ნოდარ მეტრეველი (100 კგ) გამოაკლდნენ. რეხვიაშვილს ვარჯიშზე კოჭი გადაუბრუნდა და ტრავმის გართულებას მოვერიდეთ. ტატალაშვილს თიაქარი აწუხებს. საბედნიეროდ საოპერაციო არაა, მხოლოდ ათი დღე გაუცდება. ქარდავა ძირმაგარას გამო შეექმნა პრობლემა. მეტრეველს კი მუხლის ძველი ტრავმა გაუმიზეზდა. მას სავარაუდოდ ორ კვირაში, გერმანიის ტურნირზე ვაჭიდავებთ", - განაცხადა უზნაძემ.


მოგვიანებით გაირკვა, რომ ტურნირზე  გაცივების გამო ვერც გიორგი ქალდანი იასპარეზებს.





(მოამზადა რუსუდან ჯაბანიშვილმა)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016