reportiori.ge - დღეს სერგო ქობულაძის დაბადების დღეა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 14:27
კულტურა
დღეს სერგო ქობულაძის დაბადების დღეა
ავტორი:
07 თებერვალი, 2014. 14:15

XX საუკუნის ცნობილი ქართველი გრაფიკოსი, ფერმწერი, ილუსტრატორი და თეატრის მხატვარი სერგო ქობულაძე 1909 წლის 7 თებერვალს ახალციხეში დაიბადა.

 

ხატვისადმი მიდრეკილება მომავალმა მხატვარმა, ბავშობის წლებში გამოამჟღავნა. შვილის ნიჭის გამოვლენას ხელს უწყობდა დედა, რომელიც ხელსაქმის კარგი მცოდნე იყ. მის ნაქარგს მოწიწებით ინახავს ოჯახი. როცა ქობულაძეების ოჯახი თბილისში გადმოვიდა, სერგო ქობულაძეს საშუალება მიეცა საშუალო სკოლაში სწავლასთან ერთად . შებუევისა და . სკლიფასოვსკის ხატვის გაკვეთილებს დასწრებოდა.

 

ბავშობაში ძალზედ მიყვარდა ხატვა, სკოლაში კი, უნდა გითხრათ, რომ გაცილებით უფრო ცუდად ვხატავდი, ვიდე ჩემი თანაკლასელები, მაგრამ საღებავებით უკეთ ვწერდი, ვიდრე ვხატავდი“, - ამბობდა მხატვარი.

 

1925-1930 წლებში სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში . ლანსერესთან, . შარლემანთან და . გაბაშვილთან. სამხატვრო აკადემიაშივე იღებს დასაბამს მის მიერ ძველი ქართული ხელოვნების ძეგლების შესწავლა და დასავლეთ ევროპის, განსაკუთრებით კი იტალიური რენესანსის ეპოქის ხელოვნებით გატაცება.

 

1931 წლიდან სსრკ- დიდი თეატრისა და თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის მხატვარი, სერგო ქობულაძე თეატრში კოტე მარჯანივილმა მიიწვია 1932 წელს. ამ დროიდან მისი მოღვაწეობა მჭიდროდ იყო დაკავშირებული თეატრთან, მან გააფორმა სპექტაკლები თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის და რუსთაველის სახელობის თეატრებში, ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის აკადემიურ თეატრში, და მოსკოვის დიდ თეატრში. მათ შორის თბილისის საოპერო თეატრში . შველიძის ოპერა ამბავი ტარიელისა (1947 წელი) და გრიგოლ კილაძის ბალეტ სინათლეს (1947 წელი) გაფორმებისათვის მას სახელმწიფო პრემიები მიენიჭა. იყო ასევე სსრკ- სახელმწიფო პრემიების ლაურიატი.

 

1930 წლიდან სისტემატიურად მონაწილეობდა გამოფენებში, რომლებიც თბილისში, მოსკოვსა და სხვა ქალაქებში ეწყობოდა. 1950-იან წლებში მისი ნამუშევრები გაიგზავნა ვენეციასა და ლონდონში.

 

1930-1932 წლებში მუშაობდა მოსკოვსა და ლენინგრადში. 1930 წელს, აკადემიის კურსის დამთავრების შემდეგ, მხატვარი მუზეუმებში დაცულ ძველ ოსტატთა სურათების გასაცნობად, მოსკოვსა და ლენინგრადში მიემგზავრება. წარსული ეპოქებისადმი ინტერესი, რომელსაც მხატვარი დღესაც ინარჩუნებს. თავის დროზე დიდ როლს ასრულებდა მის შემოქმედების ჩამოყალიბებაში, გემოვნებისა და მხატვრულ მიდგომათა გამომუშავებაში.

 

1938 წლიდან ასწავლიდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში. 1939 წლიდან სერგო ქობულაძემ, პედაგოგიური მოღვაწეობა დაიწყო თბილისის სამხატვრო აკადემიაში, სადაც შემდგომში პროფესორი, აკადემიკოსი, ხატვის კათედრის ხელმზღვანელი და ერთ ხანს რექტორი იყო. 1957 წლიდან გახდა პროფესორი. 1952-1959 წლებში აკადემიის რექტორი. 1958 წელს საქართველოს სახალხო მხატვარი, სსრკ- სამხატვრო აკადემიის წევრ კორესპონდენტი.

 

ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის აკადემიური თეატრისათვის, სერგო ქობულაძემ მოხატა საზეიმო ფარდა (1960) რომეშიც მთელი თავისი ოსტატობა ჩააქსოვა.

 

ორჯერ დაოჯახდა, ჰყავს 3 შვილი. დაბადებული 1940 წელს გიორგი ქობულაძე, ბიოლოგი. მერაბ ქობულაძე დაბადებული 1947 წელს, კერამიკოსი და ნინო ქობულაძე დაბადებული 1951 წელს - პიანისტი.

 

სერგო ქობულაძე გარდაიცვალა 1978 წელს. გარდაცვალების შემდეგ რუსთაველის პრემიის ლაურეატი გახდა.

 

 

(მოამზადა ლილუ  მიროტაძემ)

 

 

 

 

 

 

 

 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016