დევიდ ბექჰემი ფეხბურთის გუნდის შექმნას აპირებს. ამის შესახებ ინგლისის ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, საფეხბურთო გუნდის შექმნა მისი ოცნება იყო.
„მინდა შევქმნა საკუთარი გუნდი, რომელიც დაიწყებს ნულიდან. მე ბევრ მუშაობას ვაპირებ იმისთვის, რომ ამ ქალაქმა შექმნას წარმატებული გუნდი. ეს ჩემი ოჯახის, მეგობრების და პარტნიორებისთვის საინტერესო პერიოდია. ჩვენ გუნდის მსოფლიო დონის გუნდად გადაქცევას ვაპირებთ", - განაცხადა ბექჰემმა.
მაიამის ხელისუფლებასთან სტადიონთან დაკავშირებით შეთანხმების გაფორმების შემთხვევაში გუნდი ასპარეზობას 2016 წლიდან დაიწყებს.
„მაიამის მოსახლეობა იმსახურებს სტადიონს, რომლითაც იამაყებენ", - განაცხადა ბექჰემმა.
ფეხბურთელი მსოფლიო კლასის სტადიონის შექმნასაც გეგმავს, რომელსაც თავადვე დააფინანასებს.
(მოამზადა რუსუდან ჯაბანიშვილმა)