ტელეწამყვანი თიკო სადუნიშვილი რამდენიმე დღის წინ „რედისონში“ გამართულ ერთ-ერთ ღონისძიებაზე ჟურნალისტის ამპლუაში ისევ გამოჩნდა. აღმოჩნდა, რომ თიკო ისევ ბრუნდება ტელევიზიაში, ოღონდ ამჯერად არხი შეიცვალა. ის გადაცემას „რუსთავი 2“ -ზე წაიყვანს.
თიკო ბოლოს „იმედზე“ მუშაობდა, სადაც გადაცემა „თბილისი ლაივი“ მიჰყავდა. გადაცემის პროდუსერი გიორგი არველაძის მეუღლე ალინა არველაძე იყო, რომელთანაც თიკოს მეგობრული ურთიერთობა აქვს. ქვეყანაში განხორციელებული ცვლილებების შემდეგ, მან ტელეკომპანია დატოვა.
„ambebi.ge“-სთან ინტერვიუში სადუნიშვილი აცხადებს, რომ ჯერ მხოლოდ მოსამზადებელი გადაცემები იწერება, თვის ბოლოს კი გაირკვევა, გავა თუ არა გადაცემა „რუსთავი 2“ -ზე.
მისი თქმით, გადაცემას იგივე ჯგუფთან ერთად აკეთებს, რომელთანც ერთადაც „იმედში“ მუშაობდა და სახელიც იგივე დარჩება.
„მეგონა ღონისძიებები აღარ ტარდებოდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ტარდება ღონისძიებები და მე არ მპატიჟებენ. რამდენიმე დღის წინ ვიყავი წიგნის პრეზენტაციაზე, კლუბები შემოგვაკლდა უბრალოდ. ლოგიკურია, როცა რეიტინგული გადაცემის წამყვანი ხარ, საჭირო ფიგურა ხარ, შესაბამისად VIP-სიაში პირველ ადგილზე ხარ, მით უმეტეს შენს სფეროში, თუნდაც იმიტომ, რომ სიუჟეტი გააკეთო, ან გააკრიტიკო ამა თუ იმ დიზაინერის ჩვენება. უფრო პრესტიჟულია ასეთი ადამიანის დაპატიჟება. გადაცემა არ მქონდა და იმიტომ არ მეპატიჟებოდნენ, ადეკვატურად ვიღებდი ამას, მაგრამ მაინც მწყინდა“, - აცხადებს სადუნიშვილი.
(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)