reportiori.ge - თიკო სადუნიშვილი: აღმოჩნდა, რომ ტარდება ღონისძიებები და მე არ მპატიჟებენ!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 08:36
ყვითელი
თიკო სადუნიშვილი: აღმოჩნდა, რომ ტარდება ღონისძიებები და მე არ მპატიჟებენ!
ავტორი:
07 თებერვალი, 2014. 16:24

ტელეწამყვანი თიკო სადუნიშვილი რამდენიმე დღის წინ რედისონში გამართულ ერთ-ერთ ღონისძიებაზე ჟურნალისტის ამპლუაში ისევ გამოჩნდა. აღმოჩნდა, რომ თიკო ისევ ბრუნდება ტელევიზიაში, ოღონდ ამჯერად არხი შეიცვალა. ის გადაცემას რუსთავი 2-ზე წაიყვანს.

 

თიკო ბოლოს იმედზე მუშაობდა, სადაც გადაცემა თბილისი ლაივი მიჰყავდა. გადაცემის პროდუსერი გიორგი არველაძის მეუღლე ალინა არველაძე იყო, რომელთანაც თიკოს მეგობრული ურთიერთობა აქვს. ქვეყანაში განხორციელებული ცვლილებების შემდეგ, მან ტელეკომპანია დატოვა.

 

ambebi.ge“-სთან ინტერვიუში სადუნიშვილი აცხადებს, რომ ჯერ მხოლოდ მოსამზადებელ გადაცემებ იწერება, თვის ბოლოს კი გაირკვევა, გავა თუ არა გადაცემა რუსთავი 2-ზე.

 

 

 

მისი თქმით, გადაცემას იგივე ჯგუფთან ერთად აკეთებს, რომელთანც ერთადაც „იმედში“ მუშაობდა და სახელიც იგივე დარჩება.

 

მეგონა ღონისძიებები აღარ ტარდებოდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ტარდება ღონისძიებები და მე არ მპატიჟებენ. რამდენიმე დღის წინ ვიყავი წიგნის პრეზენტაციაზე, კლუბები შემოგვაკლდა უბრალოდ. ლოგიკურია, როცა რეიტინგული გადაცემის წამყვანი ხარ, საჭირო ფიგურა ხარ, შესაბამისად VIP-სიაში პირველ ადგილზე ხარ, მით უმეტეს შენს სფეროში, თუნდაც იმიტომ, რომ სიუჟეტი გააკეთო, ან გააკრიტიკო ამა თუ იმ დიზაინერის ჩვენება. უფრო პრესტიჟულია ასეთი ადამიანის დაპატიჟება. გადაცემა არ მქონდა და იმიტომ არ მეპატიჟებოდნენ, ადეკვატურად ვიღებდი ამას, მაგრამ მაინც მწყინდა“, - აცხადებს სადუნიშვილი.

 

 

(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016