reportiori.ge - ცოტნე გამსახურდია: არ ვაპირებ ვანო მერაბიშვილის ცოლთან პოლემიკას!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 09:50
პრეს-დაიჯესტი
ცოტნე გამსახურდია: არ ვაპირებ ვანო მერაბიშვილის ცოლთან პოლემიკას!
ავტორი:
07 თებერვალი, 2014. 16:28

ამონარიდი წერილიდან, რომელიც ცოტნე გამსახურდიამ 2013 წლის 7 ივნისს გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში:

ხალხო, ამიხსენით, ნუთუ გჯერათ, რომ ავღანეთში ვინმე ძალით მიჰყავთ?! რიგი დგას წამსვლელების, ოღონდ ხელფასზე დარიცხვები მიიღონ! თქვენი დაუფიქრებელი, აბსურდული ეპითეტები მათ მხოლოდ უძლიერებს მოტივაციას და არარეალურ, ილუზორულ სამყაროში ამყოფებთ. რა გმირები და რის ვაჟკაცები, მონასპის ვაჟკაცობა ვინ გაიგონა? ახლა კიდევ გამოვა ვინმე ჰუმანისტი და დაიწყებს გამართლებას, აი, გაჭირვებამ ქვეყანაში, ეშმაკმა, მასონებმა, სომხებმა, ნაცებმა და . მიგვიყვანეს ამ დონემდეო.

არა, ეგ ყველაფერი პასუხისმგებლობის თავიდან აცილების რეცეპტებია! თუ მიდიხარ, იმის ტრ... უნდა გქონდეს, რომ პასუხი აგო შენს საქციელზე და გაჭირვება ინდულგენცია არაა! ეს არის ქვეყანა, სადაც გლოვობენ რამდენიმე დაქირავებულს, ვინც თვეში რამდენიმე ასეული დოლარით მეტის ასაღებად ყიდის საკუთარ და სხვის სიცოცხლეს, მაგრამ არ ახსოვთ: აქ წელიწადში დაახლოებით ორი ათასი უმანკო, ანგელოზი ბავშვი შიმშილით კვდება. ნუ ამადლით თქვენს სისხლს და დოლარებს ნურავის, ბლიად! ცოტა მეტი რომ გადაგიხადონ, ჩვენც მოგვკლავდით! ასე ბევრჯერ მომხდარა ამ ქვეყანაში...

გავიხსენებ, როგორი წკავწკავი ატეხეს მავანთ ჩემი მწვავე სტატუსის გამო, რომელიც ავღანეთში მომსახურე სამხედროებზე დავწერე სოციალურ ქსელში. ვირის წიხლი და ღორის მიერ ნასროლი ტალახი დიდად არ მადარდებს, მაგრამ დღეს ყველას გეკითხებით ნორმალურია ის საზოგადოება, რომელსაც ამ კადრების ფიგურანტების (ძალოვან სტრუქტურებს ვგულისხმობ) 90-პროცენტიანი ნდობა ჰქონდათ?! აჰ, დამავიწყდა, მეთქვა, ალბათ, ესენი ქართველები არ არიან, უმრავლესობას სომხური სისხლი ექნება, მაშ! ეს სარკაზმით სავსე სიტყვები ცოტნე გამსახურდიამ სოციალური ქსელში დაწერა . . მუხროვანის ამბოხის კადრებთან დაკავშირებით, შს იმჟამინდელი მინისტრი ვანო მერაბიშვილი ორ გვამს რომ მოითხოვს და ამისთვის პრემიას აწესებს. საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას, ვაჟი ცოტნე გამსახურდია ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე  გვესაუბრება:

არ მიყვარს  განცდა, რომელსაც იმედს უწოდებენ. მიმაჩნია, რომ იმედი მხოლოდ ილუზიაა, ადამიანის წარმოსახვა და პროექციაა იმისა, რომ ყველაფერი კარგად იქნება. იმედი, ფაქტობრივად, არასდროს მართლდება და, როგორც გსურს, ისე არფერი ხდება. რა გაეწყობა, ეს ცხოვრების კანონზომიერებაა! იმედს თან სდევს შიშიც. როდესაც რაღაცის იმედი გაქვს, ამასთანავე, გაქვს შიშიც, რომ ეს ისე არ მოხდება, როგორც შენ გსურს. ამიტომ ყოველგვარი იმედისგან შორს ვარ და არც ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ  მქონია ილუზია, რომ ქვეყანაში ყველაფერი რიგზე იქნებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რამ უკეთესობისკენ შეიცვალა, მაქვს პროცესის დაუსრულებლობის განცდა. მართალია, ხელისუფლებაში აღარ გვყავს ჰიპერაქტიული ბანდა, რომელიც ცდილობდა საყოველთაო ტერორის დამყარებას, უკონტროლო ძალაუფლებისა და ქონების მოხვეჭას, დღეს ესენი აღარ ბოგინებენ, მაგრამ მაქვს დაუსრულებლობის განცდა, თუნდაც იმიტომ, რომ ახალმა ხელისუფლებამ ვერ შეძლო იმ დაპირების შესრულება, რომელსაც სამართლიანობის აღდგენა ჰქვია და ასევე ჯერჯერობით არ ჩანს ფინანსურ-ეკონომიკური ვითარების გაუმჯობესების წინაპირობა.

 რა არის ამის მიზეზი?

ამ სიტუაციაში დღევანდელი ხელისუფლების უუნარობა იკვეთება. არსებობს საგარეო ფაქტორიც, მაგრამ არ მგონია, რომ ერთი მუჭა დამნაშავეებისთვის ვინმემ გააფუჭოს საერთაშორისო ურთიერთობები, თუმცა შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ამერიკელები და ევროპელები ზნეობრიობის ეტალონები არიან. ამ ქვეყნებშიც ისეთივე ადამიანები ცხოვრობენ, როგორიც ყველგან და დასავლეთის გარკვეულ წრეებთან არცთუ კეთილსინდისიერი ურთიერთობა ჰქონდა მიხეილ სააკაშვილს და მის რეჟიმს, უხეშად რომ ვთქვათ, ძალიან ბევრს აჭმევდა.

კონკრეტულად ვის?

როგორ გითხრათსანთელი ხელში არ მეკავა და მათ არ ვდარაჯობდი, მაგრამ არსებობს ფაქტები, რომელთაც ვერსად გაექცევა სააკაშვილი და მთელი ნაცბანდამაგალითად, მეთიუ ბრაიზას თავის დროზე ქორწილი გადაუხადეს, ბინა აჩუქეს და .ზოგი სტიპტიზბარებში დაჰყავდათ და ზოგი სადუცხოური ორგანიზაციები კი მიხეილ სააკაშვილისა და მისი გუნდის ქმედებებს დაბურული მინებიდან უყურებდნენ ხელს აძლევდათ ხელისუფლებაში სააკაშვილის ყოფნა, რადგან მათი პროექტის ნაწილი იყო. ეს ადამიანები თუ ძალები კვლავ უფრთხილდებიან საკუთარ ავტორიტეტს და დღესაც იძულებულნი არიან, სააკაშვილი და მისი ამალა მსოფლიოს თვალში გაათეთრონ. ამის გამო, დარწმუნებული ვარ, ახალ ხელისუფლებაზეც ზემოქმედებენ. საუბარია გარკვეულ წრეებზე, რომლებსაც მეტ-ნაკლებად მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდათ წინა ხელისუფლებასთან, თუმცა ეს ყველაფერი ხელს არ უნდა უშლიდეს ახალ ხელისუფლებას სამართლიანობის აღდგენასა და დამკვიდრებაში. აბა, რად მინდა ხელისუფლება, თუ თვითონვე დავიწყე სამართლის აღსრულება?! დღევანდელ სიტუაციაში ხელისუფლების უუნარობაც გამოსჭვივის. დღეს ძალოვან სტრუქტურებში კვალიფიციური, წესიერი კადრების დეფიციტია, თუნდაც იმ შავი დღეების გამო, რომლებიც ბოლო ორ ათეული წლის განმავლობაში საქართველომ გამოიარა. ისე, რა ორი ათეული წელი, ჯერ კიდევ კომუნისტური რეჟიმიდან მოყოლებული, გამახსენეთ, საქრთველოში როდის არსებობდა წესიერი, პატრიოტი, პროფესიონალი  ძალოვანი სტრუქტურა? მეცინება, როდესაც საუბრობენ მუნდირის ღირსებაზე. ეს ღირსება მათ არასდროს ჰქონიათ და დღეს რატომ საუბრობენ ამაზე? გუშინ ერთი ხელით ქრთამს რომ იჯიბავდი და მეორეთი პატიმრებს აწამებდი, დღეს, როდესაც გაკრიალებული ფორმა ჩაიცვი, გარეგნული სისუფთავე გგონია მუნდირის ღირსება? მუნდირის ელვარება ღირსებას ნიშნავს? დარწმუნებლი ვარ, დღეს საქართველოში შესაძლებელია ამ ცვლილების განხორციელება, უამრავი კვალიფიციური იურისტი არსებობს, რომლებიც  შეძლებენ ამ პროცესების წარმართვას ისე, როგორც საჭიროა.

 რაც შეეხება ცნობილ სასამართლო პროცესებს, ახალაიასი იქნება ეს თუ მერაბიშვილის, აქ შეგნებულ საბოტაჟს თუ შეუგნებელ უმეცრებას აქვს ადგილი პროკურატურის მხრიდან ბრალის წაყენების დროს. ჩემს საქმეზეც მოგახსენებთ. რამდენიმეჯერ ვიმყოფებოდი პროკურატურაში და დამრჩა შთაბეჭდილება, რომ დღევანდელი პროკურატურის თანამშრომლები შეგნებულად ცდილობენ, შეალამაზონ სააკაშვილის ხელისუფლების მიერ ჩადენილი დანაშაული და მიჩქმალონ ფაქტები. ორი წელი სრულდება, რაც ციხიდან გამოვედი და ჩემ მიერ პროკურატურაში შეტანილ განცხადებებს არანაირი რეაგირება არ მოჰყოლიაკანონიერ ძალაში შესული უკანონო განაჩენის გადახედვაც კი არ მომხდარაგარდა ამისა, შეტანილი მაქვს საჩივარი ჩემთვის მოყენებულ ფიზიკურ დაზიანებაზე და არც ამ საკითხზე მომხდარა რეაგირება. პროკურატურაში ბოლოს შარშან ზაფხულში ვიმყოფებოდი, ვესაუბრე პროკურორებს და დამრჩა განცდა, რომ თითქოს, მათ არაფერი იციან და ცდილობენ, ჩემგან მიიღონ ინფორმაცია. ასე იმიტომ იქცეოდნენ, რომ მომავალში შეთხზან შელამაზებული ვერსია ნაცრეჟიმის გასამართლებლად. რაც შეეხება კბილაშვილის მიერ დანიშნული პროკურორების გათავისუფლებას ფარცხალაძის მიერ, ეს ნიშნავს, რომ როტაცია შესაძლებელი ყოფილა და თურმე არც ისე უიმედოდაა საქმე, როგორც პაპუასები შეჰყურებდნენ მიკლუხო-მაკლაის. სიმართლე გითხრათ, მაწუხებს მხოლოდ ის, რომ ეს ორგანო არ მუშაობს.

ორი გვამი მჭირდება! ვანო მერაბიშვილის მიერ ნათქვამმა ამ ფრაზამ დიდი ვნებათა ღელვა გამოიწვია...

მიმაჩნია, რომ მუხროვანის ბაზაზე მართლაც ჰქონდა გარკვეულ დაუმორჩილებლობას ადგილი. შეიძლება, იქ მართლაც იყო კოცონი, მაგრამ არ ყოფილა ხანძარი, როგორც ეს გააბუქეს და 2009 წლის საპროტესტო აქციების ფონზე, სააკაშვილმა გადაწყვიტა, საკუთარი პიარისთვის, ძალაუფლების განსამტკიცებლად გამოეყენებინა. იქ იყო გარკვეული დაუმორჩილებლობა, მაგრამ არ ყოფილა ამბოხება და წინასწარ დაგეგმილი, უცხო ძალების მიერ კოორდინირებული შეთქმულება. რაც შეეხება გვამებს, არ ვარ რეჟისორი, მაგრამ ამ სცენას მათზე უკეთესად დავდგამდი. ამ კადრებში ცხადად ჩანდა ქართველი კაცისთვის, კერძოდ, ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლებისთვის დამახასიათებელი უპასუხისმგებლობა, უუნარობა, საკუთარი აზრის არქონა, მერკანტილურობა, ბრმა მორჩილება მატერიალური დაინტერესების გამო... ამ სიტუაციაში საუბარი ზედმეტია ვიღაცის სიცოცხლის ფასეულობაზე. ამ კადრებში ვინც ჩანდა, ნებისმიერისთვის რომ ებრძანებინა ვანოს, საკუთარ შვილს ესროლეო, უყოყმანოდ ესროდა. ესენი იყვნენ ზომბირებული ტიპები, რომლებიც თვალებში შესციცინებდნენ ვანოს. ასეთია ჩვენი ძალოვანი სტრუქტურებისა და ასევე ჩვენი საზოგადოების სახე. დიახ, ამ ადამიანებს საზოგადოების 90-პროცენტიანი ნდობა ჰქონდათ. რაც შეეხება იმას, რომ ვანოს ორი გვამი სჭირდებოდა, არც ვიცი, ამ დამოკიდებულებას რა ვუწოდო, რადგან ეს გვამები საილუსტრაციოდ სჭირდებოდათრის საილუსტრაციოდ, ეს სხვა თემაა. მათ სჭირდებათ გვამები და მნიშვნელობა არ ჰქონდა, დამნაშავის იქნებოდა თუ უდანაშაულო ადამიანებისა. არადა, დამნაშავისთვის სიცოცხლის მოსწრაფებაც დანაშაულია, მით უმეტეს, სახელმწიფო მოხელის მიერ, როდესაც ჯერ არც სასამართლო ჩატარებულა და   ქვეყანაში არ არის სიკვდილით დასჯა. მთავარი იყო ის, რომ ვანოს სჭირდებოდა გვამი და ვისი ჩემი თუ თქვენი, მისთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა. რაც შეეხება ნაცმოძრაობის წევრთა მოსაზრებების აჯაფსანდალს ამ თემაზე, ამაზრზენია. ერთი გაიძახის, რუსების გვამი სჭირდებოდაო; თვითონ ვანო ამბობს, გაქცეულების თუ გამოქცეულების, უცხო პლანეტელების გვამებს ვგულისხმობდიო.

მის ცრემლს ბოლო სასამართლო სხდომაზე რას უკავშირებთ?

ტირილით ყველა ადამიანს უტირია. მისი ცრემლები სცენური ეფექტისთვის გათვლილი მომეჩვენა. ცრემლითა და ბავშვის წერილებით ვითარების დრამატიზება არ არის საჭირო. ვანოს ამ ყველაფერზე იმ დროს უნდა ეფიქრა, როდესაც უამრავი ბავშვი დააობლა და აატირა. დაე, მან კანონის წინაშე აგოს პასუხი, მით უმეტეს, რომ მისი პატიმრობის სიტუაცია გაცილებით მსუბუქია, ვიდრე მისი მინისტრობის დროს იყო ციხეებში შექმნილი.

ვანო მერაბიშვილის მეუღლე თაკო სალაყაია ტრანსფარანტებით სამართლიანობის აღდგენას მოითხოვს...

არ ვაპირებ ვანო მერაბიშვილის ცოლთან პოლემიკას, მაგრამ სამართალი რომ აღდგეს, მისი ქმარი მთელი ცხოვრება ციხიდან ვერ გამოვასამართალი რომ აღდგეს, სანდრო გირგვლიანის საქმეც უნდა გამოიძიონ. ბოლოს და ბოლოს, ამ ამბიდან 8 წელი გავიდა და რას ფიქრობს ხელისუფლება, არ ვიცი, თუმცა ერთი რამ გარდაუვალია, ამ კითხვებზე პასუხის გაცემა აუცილებლად მოუწევთ.

თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ  ამერიკაში ვიზიტისას განაცხადა, რომ ჩვენ უნდა ვაღიაროთ და დავაფასოთ წინა ხელისუფლების ღვაწლი და მათ მიერ აგებულ მყარ ნიადაგზე წინსვლა განვაგრძოთო. მინისტრის ეს სიტვები საზოგადოების დიდ ნაწილს დღემდე აღიზიანებს...

ეს არის უპრინციპო, დაბნეული პოლიტიკოსოს ნათქვამი. ამ ფრაზის ავტორი იმავე კატეგორიას განეკუთვნება, რომელსაც ლევან ბერძენიშვილი. ბერძენიშვილმა ხომ განაცხადა, მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრებით დემოკრატიის სკოლის პირველ კლასში დავბრუნდებითო, და ისიც ნაციონალური მოძრაობის» შენარჩუნება ჩვენი პირველი ამოცანააო?!  სამწუხაროა, თუ ალასანია მართლა ასე ფიქრობს. შესაძლოა, ეს უნებლიეთ მოუვიდა, ადეკვატურად ვერ გამოხატა თავისი სათქმელი. სააკაშვილის გზით სიარული კი, არა მგონია, ვინმეს უნდოდეს.

თუ სამართლიანობის აღდგენა ახლა არ მოხდა, ქვეყანაში სამართალი ვერასდროს დამკვიდრდება. ამიტომ, საზოგადოება უნდა გააქტიურდეს, ჩამოყალიბდეს შესაბამისი ორგანიზაციები, სადაც გაერთიანდებიან რეჟიმის მსხვერპლი ადამიანები და უნდა ვაიძულოთ ხელისუფალნი, რომ შეასრულონ ის ფუნქცია, რომელიც ევალებათ; თუმცა ერთიც არის ქართველებს სოლიდარობის განცდა მაინცდამაინც გამაძაფრებული არ გვაქვს; ნაცნობ-მეგობრობის, ნეპოტიზმის ფაქტორი უფრო მუშაობს.

საზოგადოების დიდმა ნაწილმა ჯერ კიდევ ვერ გაიგო გიორგი მარგველაშვილის ფუნქცია. მას უმოქმედოს და «შემოულაწუნე პრეზიდენტსაც» კი უწოდებენ...

მარგველაშვილისა და საქართველოს ყოფილი  პრეზიდენტების პლუს-მინუსებზე შემდეგ ინტერვიუში ვისაუბროთ. ამაზე მართლაც ძალიან ბევრია სალაპარაკო, თუმცა ესეც ვერ უშველის არსებულ მდგომარეობას. გამოსავალი ის იქნება ის, რომ თითოეულმა ადამიანმა ვიზრუნოთ საკუთარი თავის შეცვლაზე, ჩვენს გონებაში მოვახდინოთ გარდატეხა უკეთესობისკენ. დროა, ვისწავლოთ წესიერება, სხვისი გასაჭირის გულთან მიტანა, ნაკისრი ვალდებულებების შესრულება. ჩვენ მუდამ გვსურს ნაჩუქარი, გამზადებული, მოვალეობებს და ვალდებულებებს კი ყოველთვის გავურბივართ. ეს ყველაფერი ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზეც აისახება და, შესაბამისად, საზოგადოებრივზეც. სამწუხაროდ, საქართველოში არ არსებობს საზოგადოება, არსებობენ ცალკეული ადამიანები და მათი ოჯახები. როგორიც ვართ თითოეული ჩვენგანი, ისეთივეა ჩვენი ქვეყანა!

 

ნინო მაისურაძე

„საქართველო და მსოფლიო“

 

07.02.2014 წ.

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016