სპორტი
სოჭის ოლიმპიადაზე დღეს სპორტის ხუთ სახეობაში გაიმართება შეჯიბრება
ავტორი: თამარ ნადარეიშვილი
08 თებერვალი, 2014. 12:32
დღეს სოჭის ოლიმპიადაზე სპორტის 5 სახეობაში - ციგურაობაში, ბიატლონში, ფრისტაილსა და სნოუბორდში ჩატარდება შეჯიბრება.
„სოჭი 2014"-ის ოქროს მედლის წონა 531 გრამია, საიდანაც 525 გრამი ვერცხლია, ხოლო 6 გრამი ოქრო.
ზამთრის 22-ე ოლიმპიური თამაშები „სოჭი2014" გუშინ საზეიმო ცერემონიალით სიმბოლურად 20:14 საათზე გაიხსნა. ცერემონიალს რამდენიმე ქვეყნის ლიდერები ესწრებოდნენ.
სოჭის ოლიმპიადაზე 88 ქვეყნის სპორტსმენი იასპარეზებს. ეს არის რეკორდული რაოდენობა ოლიამპიადაზე მონაწილეებისა მაშინ, როცა ოთხი წლის წინ ვანკუვერში გამართულ ოლიმპიადაზე 82 ქვეყნის ათლეტი მონაწილეობდა. ზამთრის ოლიმპიადა 7 თებერვლიდან 23 თებერვლის ჩათვლით სპორტის 15 სახეობაში 98 შეჯიბრებას უმასპინძლებს.
07 თებერვალი, 2016. 00:45
06 თებერვალი, 2016. 18:47
04 თებერვალი, 2016. 16:17
29 იანვარი, 2016. 10:58
27 იანვარი, 2016. 16:58
26 იანვარი, 2016. 23:00
26 იანვარი, 2016. 13:26
26 იანვარი, 2016. 11:49
25 იანვარი, 2016. 17:27
23 იანვარი, 2016. 15:05
23 იანვარი, 2016. 14:19