NDI-ს გამოკვლევებს საპრეზიდენტო კანდიდატებისა და პარტიების ნაწილი გამოეხმაურა. გიორგი თარგამაძემ შედეგებთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან ისაუბრა.
„მიმაჩნია რომ ამ მდგომარეობაში, როგორიც არის NDI-ს 4%, საპრეზიდენტო კანდიდატისთვის საინტერესო სასტარტო შედეგია. იმის გათვალისწინებით რომ გამოკითხულთა საკმაოდ დიდი რაოდენობა, არა პასიურ, არამედ ნეიტრალურ მდგომარეობაში იმყოფება“. -აცხადებს გიორგი თარგამაძე.
გამოკვლევების შედეგებს შალვა ნათელაშვილიც გამოეხმაურა:
„მალე ალბათ დამკვიდრდება ტერმინი ვაი შენ და NDI -ო. ჩვენ არ გვჯერა როდესაც ცხვრის ქურქში გამოწყობილი მგლები მოდიან. ეს არის სრული ფალსიფიკაცია. ვურჩევდი კიდევ ერთხელ ჩვენს მეგობრებს უცხო ქვეყნებიდან ნუ იფუჭებენ საკუთარ იმიჯს „იმიჯგაფუჭებული“ პოლიტიკური პარტიებისა თუ პოლიტიკოსთა მაღალი ქულების გამო.“
NDI-ს გამოკითხვაში, პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ვერ მოხვდა „ქართულ-აფხაზური და ქართულ ოსური“ სახლის დამფუძნებელი ნესტან კირთაძე. შეგახსნებთ, რომ იმ დროისთვის, როდესაც კვლევები დაიწყო, კირთაძეს საპრეზიდენტო არჩევნებისთვის საკუთარი კანდიდტურა დასახელებული არ ყავდა.
„პრეზიდენტთა კანდიდატების სიაში ჩემი სახელი მოხსენიებული არ არის. თუმცაღა ეს არ არის მთავარი, ალბათ NDI და ყველა მსგავსი ორგანიზაცია უკვე გაითვალისწინებს ახალ სიას. ჩემთვის პირადად, როგორც პოლიტიკოსისთვის, საინტერესო არის არა ეს კველევები , არამედ საინტერესო არის ის საველე კვლევები რასაც მე პირადად ყოველდღიურად ვხვდები რეგიონებთან და ხალხთან შეხვედრის დროს. ასეთი ცოცხალი ემოციების დროს დგინდება პოლიტიკოსისა და ხალხის დამოკიდებულება“. -აცხადებს ნესტან კირთაძე.