reportiori.ge - მართლმადიდებელ ეკლესიას სახელმწიფო საკუთრებაში არსებული რამდენიმე მიწის ნაკვეთი პირდაპირი მიყიდვის ფორმით გადაეცა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 16:50
რელიგია
მართლმადიდებელ ეკლესიას სახელმწიფო საკუთრებაში არსებული რამდენიმე მიწის ნაკვეთი პირდაპირი მიყიდვის ფორმით გადაეცა
ავტორი:
09 თებერვალი, 2014. 10:45

საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება პირდაპირი მიყიდვის ფორმით საკუთრებაში გადაეცა. შესაბამისი განკარგულების პროექტი მთავრობამ 7 თებრევლის სხდომაზე დაამტკიცა.

განკარგულების თანახმად, ეკლესიის საკუთრებაში გადავიდა თბილისში, ვაჟა-ფშაველაზე, #44 საბავშვო ბაღის მიმდებარედ არსებული 800 კვ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და თბილისში, შავიშვილის #2-ის მიმდებარედ არსებული 245 კვ. და 82 კვ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, რომლებზეც საპატრიარქოს დაწყებული აქვს ტაძრის მშენებლობა.

საქართველოს საპატრიარქოს გადაეცა ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის ბალანსზე არსებული მოძრავი ქონება და საცხოვრებელი ინვენტარი მოხუცთა ანსიონატ "დიოდორას" აღჭურვისთვის; ასევე, დაბა ქედაში, ყოფილი სასაზღვრო პოლიციის ტერიტორიაზე ერთ-ერთ დამხმარე შენობაში განთავსებული 10-ტონიანი რეზერვუარი. 5206 კვ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები, სადაც რეზერვუარი მდებარეობს, ასევე საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის საკუთრებაა.

 

პატრიარქის ქორეპისკოპოს იაკობის თხოვნის საფუძველზე, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას პირდაპირი მიყიდვის ფორმით საკუთრებაში გადაეცა სამთავროს დედათა მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ორი მიწის ნაკვეთი, სადაც საპატრიარქო საეკლესიო ინფრასტრუქტურის განვითარებას გეგმავს.

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016