reportiori.ge - მილიარდერი, რომელსაც არ აქვს სახლი, მეტროთი მგზავრობს და ქონების 99%-ს ქველმოქმედებაში ხარჯავს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 14:49
სხვადასხვა
მილიარდერი, რომელსაც არ აქვს სახლი, მეტროთი მგზავრობს და ქონების 99%-ს ქველმოქმედებაში ხარჯავს
ავტორი:
10 თებერვალი, 2014. 19:14

82 წლის ამერიკელი ბიზნესმენი ჩარლზ ფინი, იგივე ჩაკ ფინი საერთო ჯამში 7.5 მილიარდ დოლარს ფლობს და ამაყობს, რომ ქონების 99 პროცენტს ქველმოქმედებაში ხარჯავს.

 

ფინს არ ჰყავს მანქანა, სახლი, მგზავრობს მეტროთი, თვითმფრინავში მხოლოდ ეკონომ-კლასის ბილეთს ყიდულობს და მხოლოდ თხუთმეტდოლარიან მაჯის საათებს ატარებს. არასდროს სტუმრობს ძვირადღირებულ რესტორნებსა და სასტუმროებს და ჩაცმასაც არ აქცევს დიდი ყურადღებას. ბიზნესმენი ქონების 99 პროცენტს ჯანმრთელობის, მეცნიერების, განათლებისა და სამოქალაქო უფლებების დაცვაში ხარჯავს.

 

შვილებს შრომის სიყვარულს ბავშვობიდანვე უნერგავდა და მიუხედავად იმისა, რომ პირად ანგარიშზე სოლიდური თანხა აქვთ, კოლეჯიდან პირდაპირ სამსახურში მიდიოდნენ, მუშაობდნენ მოსამსახურეებად, მიმტანებად, მოლარეებად და საკუთარი ჯიბის ფულზე ზრუნავენ. 1997 წლამდე მის შესახებ არავინ არაფერი იცოდა, რადგან პოპულარობა არ სურდა, მაგრამ ჟურნალისტებმა მაინც მიაგნეს ადამიანს, რომელიც სხვადასხვა საქველმოქმედო ორგანიზაციებში უზარმაზარ თანხას რიცხავდა.

 

Ambebi.ge-ს ინფორმაციით, კიბოთი დაავადებული პაციენტებისთვის მისმა ორგანიზაციამ 370 მილიონი დოლარი გაიღო, 19 მილიონი დოლარი გამოიყო პატარებისთვის, რომლებსაც თანდაყოლილი დაავადებები აწუხებდათ, სამხრეთ აფრიკაში შიდსთან ბრძოლის კამპანიის ფარგლებში 117 მილიონი დოლარი გადარიცხა, 80 მილიონ ბავშვის დაზღვევის ხარჯებს თავად ფარავს, მილიარდი დოლარი უნივერსიტეტებს გადაურიცხა - ეს მცირე ჩამონათვალია იმ სიკეთისა, რასაც ბიზნესმენი აკეთებს. ჩარლზი, რომელიც კათოლიკურ ოჯახში იზრდებოდა, ამბობს, რომ ფულს სიცოცხლეშივე გაჭირვებული ადამიანების დახმარებაში გაფლანგავს.

(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016