reportiori.ge - 12 მსჯავრდებულს სერტიფიკატები გადაეცა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 03:46
საზოგადოება
12 მსჯავრდებულს სერტიფიკატები გადაეცა
ავტორი:
15 ივლისი, 2013. 17:00

 სასჯელაღსრულების 17 დაწესებულებაში 12 მსჯავრდებულს პროფესიული მომზადების დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცათ.

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ინფორმაციით, მსჯავრდებულებმა სერტიფიკატები საბუღალტრო საქმის, IT-სა და ინგლისური ენის კურსების გავლის შედეგად მიიღეს.

მსჯავრდებულებს სერტიფიკატები სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის მოადგილემ, სოფიო ჯაფარიძემ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, ალექსანდრე კვიტაშვილმა გადასცეს.

სასჯელაღსრულების მე-17 დაწესებულებაში, პროფესიული გადამზადების პროგრამა სამინისტროსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე ხორციელდება.

პროგრამის მიზანი მსჯავრდებულების გათავისუფლებისთვის მომზადება, რესოციალიზაცია და დასაქმების შესაძლებლობის ზრდაა.

პროფესიული გადამზადების კურსები მსჯავრდებულებისთვის მომავალი სასწავლო წლიდან განახლდება და სასჯელაღსრულების სხვა დაწესებულებებსაც მოიცავს.

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016