reportiori.ge - დათო ტურაშვილი: მე ჯანდაბას, მაგრამ მონსერატ კაბალიეს რაღას ერჩოდნენ...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 06:15
საზოგადოება
დათო ტურაშვილი: მე ჯანდაბას, მაგრამ მონსერატ კაბალიეს რაღას ერჩოდნენ...
ავტორი:
03 აგვისტო, 2013. 18:18

მწერალი დათო ტურაშვილი „რეპორტიორთან" საუბარში აცხადებს, რომ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილება მისთვის მოულოდნელი იყო.

„მე მგონია, რომ რაღაც შეცდომა და გაურკვევლობაა, აზერბაიჯანელებთან მხოლოდ მეგობრობა მაკავშირებს.  3-4 წლის წინ სამხრეთ კავკასიის სხვადასხვა რეგიონში კრებულის "სამხრეთ კავკასია" პრეზენტაცია გავმართეთ... ვიყავით მთიან ყარაბაღშიც. ეს იყო ინგლისური პროექტი და მათთან ერთად განვახორციელეთ. არანაირი საზღვარი არ გადამიკვეთია. მე ჯანდაბას, მაგრამ მონსერატ კაბალიეს რაღას ერჩოდნენ ?!"... - აცხადებს მწერალი „რეპორტიორთან".

„რეპორტიორი" აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს დაუკავშირდა, როგორც აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს პირველი  მდივანი  კახა აბდალაძ აცხადებს, საელჩოს ამ დრომდე ქართველი მწერლების "პერსონა ნონ გრატად" გამოცხადების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ მიუღია და მათთვის ჯერჯერობით, არც არასასურველ პირთა სიაა ცნობილი. 
"აზერბაიჯანულ მხარეს ამის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უცნობებია. აზერბაიჯანის კანონმდებლობით, აკრძალულია აზერბაიჯანის ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა ცენტრალური ხელისუფლების თანხმობის გარეშე. ეს კარგად იცის ქართულმა მხარემ. თავის დროზე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომაც გაავრცელა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანის ცენტრალური ხელისუფლების ნებართვის გარეშე, უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ აზერბაიჯანის ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა აკრძალულია", - აცხადებს კახა აბდალაძე „რეპორტიორთან" საუბარში.

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 335 პირს, რომელიც აზერბაიჯანის ნებართვის გარეშე იმყოფებოდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე - მთიან ყარაბაღში, ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალა. 
უცხოეთის სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები შავ სიაში "აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის" დარღვევისთვის და სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის მიმართ უპატივცემულობის გამოხატვისთვის მოხვდნენ.

მწერალ დავით ტურაშვილთან ერთად აზერბაიჯანმა „პერსონა ნონ გრატად" საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარე მაყვალა გონაშვილი და მწერალი ბესო ხვედელიძე გამოაცხადა. სააგენტო news.az ინფორმაციით,სიაში ასევე მოხვდნენ სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის ყოფილი წარმომადგენელი პიტერ სემნები, ბრიტანეთის ლორდთა პალატის წევრი ბარონესა ქეროლაინ კოქსი, რუსეთის სახელმწიფო დუმის წევრი მაქსიმ მიშენკო, იტალიელი მომღერალი ალ ბანო, მომღერალ ფილიპ კირკოროვის მამა ბედროს კირკოროვი, ოპერის ცნობილი მომღერალი მონსერატ კაბალიე. 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016