reportiori.ge - ირაკლი ღარიბაშვილი: გვაქვს მიზეზი, მერაბიშვილი გვყვავდეს წინასწარ პატიმრობაში
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 06:48
მთავარი თემა
ირაკლი ღარიბაშვილი: გვაქვს მიზეზი, მერაბიშვილი გვყვავდეს წინასწარ პატიმრობაში
ავტორი:
10 თებერვალი, 2014. 22:29

 

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა France 24-სთვის მიცემულ ინტერვიუში საქართველოში მიმდინარე სამართლებრივ პროცესებზე ისაუბრა. ღარიბაშვილმა განმარტა, რომ ოპოზიციას აქვს უფლება ხელისუფლების მიმართ გამოთქვას ბრალდებები შერჩევით სამართალთან დაკავშირებით, თუმცა აქ მთავარი კანონის უზენაესობაა.

 

ოპოზიციამ შეიძლება ყველაფერი თქვას, მაგრამ ჩემი პრინციპი მარტივია, კანონზე მაღლა არავინ იდგეს. გამჭვირვალობა, სათანადო სასამართლო პროცესი და კანონის უზენაესობა ჩვენი მთავრობის მთავარი პრინციპებია. ადრე სასამართლო სისტემა არ იყო თავისუფალი და პირველი ნაბიჯები, რაც ჩვენ გავაკეთეთ ამ მიმართულებით იყო ის, რომ გავათავისუფლეთ სასამართლო, - განაცხადა ღარიბაშვილმა და დასძინა, რომ საქართველოში ყველა სასამართლო პროცესი აბსოლუტურად გამჭვირვალეა.

 

საქართველოს მთავრობის მეთაური ყოფილი პრემიერის ვანო მერაბიშვილის საქმესაც შეეხო და განაცხადა, რომ მერაბიშვილის ციხეში ჯდომას საფუძვლიანი მიზეზები აქვს.

 

ზოგიერთები ამბობენ, რომ არის შერჩევითი სამართალი, მაგრამ ეს არ არის სიმართლე. როცა ისინი ამბობენ, რომ ჩვენ მერაბიშვილი და სხვა პირები წინასწარ პატიმრობაში გვყავს, ჩვენ ამისთვის კონკრეტული მიზეზები გვაქვს. სხვათა შორის წინა მთავრობის დროს 300 ათასი ადამიანი იყო წინასწარ პატიმრობაში და ეს ცუდი იყო. მაგრამ დღეს ჩვენ გვაქვს მიზეზი მერაბიშვილი გვყავდეს წინასწარ პატიმრობაში, იმიტომ, რომ ის იყო გავლენიანი ფიგურა და არსებობდა რისკი, რომ მნიშვნელოვან მოწმეებზე გავლენას მოახდენდა, - განაცხა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

 

 

მთავრობის პირველმა პირმა აგრეთვე  დასძინა, რომ როცა ახალი მთავრობა მოვა და თუ დადგინდება, რომ მან რამე დააშავა, მზადაა პასუხი აგოს. 

 

 

23 დეკემბერი, 2015. 17:51
‹ წინა123...910შემდეგი ›
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016