"ეს ის მასალები არ არის, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცოტა ხნის წინ აღმოაჩინა, თუმცა დამგეგმავებიც და განმახორციელებლებიც, სავარაუდოდ, ერთი ჯგუფია. როგორც კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტში, ასევე სამხედრო პოლიციაში, ფაქტობრივად, ერთი ფიგურანტები იყვნენ,“- ეს განცხადება საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ალასანიამ ჟურნალისტებთან შეხვედრისას გააკეთა.
მინისტრის თქმით, აღმოჩენილი პირადი ცხოვრების ამსახველი მასალები შესაბამის საგამოძიებო უწყებას უკვე გადაეცა. აღნიშნულ საქმეზე ერთობლივი გამოძიება პროკურატურის ხელმძღვანელობით მიმდინარეობს.
ირაკლი ალასანიას განცხადებით, ცვლილებებია სამხედრო პოლიციაშიც.
"პოლიტიკური ან ოპერატიული ფუნქცია, რომელიც მათ საქმიანობას შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობასთან მიამსგავსებს, მოხსნილი აქვთ.“-აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.
გარდა ამისა, სექტემბრიდან აკადემიაში სამხედრო პოლიციის კურსები იხსნება, რომელიც ყველა სამხედრო პოლიციელმა უნდა გაიაროს, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი საქმიანობას ვეღარ გააგრძელებენ.