reportiori.ge - ლეო მესი „ფეისბუქის“ ქართველი მომხმარებლების იერიშის მსხვერპლი გახდა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 08:29
ყვითელი
ლეო მესი „ფეისბუქის“ ქართველი მომხმარებლების იერიშის მსხვერპლი გახდა
ავტორი:
11 თებერვალი, 2014. 17:34

ცოტა ხნის წინ „ultrassurgeo.blogspot.com"-ზე გამოქვეყნებულმა მასალამ, სადაც არგენტინელი ფეხბურთელი ლეონელ მესი თითქოს გაზეთ „იზვესტიასთან" ინტერვიუში აცხადებდა, რომ „ყველა პატარა ერს აქვს დამოუკიდებლად ცხოვრების უფლება" (სტატია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: http://ultrassurgeo.blogspot.com/2014/02/blog-post_11.html), უკვე გამოიწვია სოციალურ ქსელზე ქართული საზოგადოების პროტესტი.

 

„რა თქმა უნდა, პატარა ერების თვითმყოფადობის საკითხი თანამედროვე მსოფლიოს პრობლემაა. მნიშვნელოვანია, რომ მათ ჰქონდეთ თვითგამორკვევისა და თვითრეალიზაციის საშუალება. დაუშვებელია ის ფაქტი, რომ პატარა ერი თავისი ტერიტორიით იყოს დიდი ქვეყნის ზეგავლენის ქვეშ, მუდამ იცხოვროს შიშში და მარგინალიზაციის გრძნობით დათრგუნული. აღნიშნულ პრობლემას არა მხოლოდ კატალონიაში აქვს ადგილი. მაგალითად ავიღოთ კავკასიის ერთ-ერთი რეგიონი, საქართველო, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ერებმა 20 წელიწადზე მეტი იბრძოლეს დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად და ახლა ხდება მათი მსოფლიოს მაშტაბით აღიარება. ვფიქრობ კატალონიას ბევრი აქვს სასწავლი აფხაზეთისგან", - აცხადებს სტატიის ავტორის ინფორმაციით, ფეხბურთელი.


აღსანიშნავია, რომ „იზვესტიას" ოფიციალურ გვერდზე, ზოგადად ლიონელ მესის ინტერვიუ ზოგადსაკაცობრიობო საკითხებზე საერთოდ არ მოიპოვება. მსგავსი შინაარსის ტექსტი არ იძებნება არც google-ში, თუმცა ამისთვის ხელი არ შეუშლია სოციალური ქსელის ქართველ მომხმარებელს. ერთი საათია ფეხბურთელის „ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე შემდეგი სახის ათასობით კომენტარი გაჩნდა: „აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა!!! Abkhazia and Samachablo (South Ossetia) are GEORGIA!!!" - წერენ აღშფოთებული „ფეისბუქის" მომხმარებლები. 

 

 

 

 

(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016