reportiori.ge - მამამ 21 წლის ვაჟის გარდაცვალების შემდეგ ემოციური ვიდეოთი მარკ ცუკერბერგს მიმართა (ვიდეო)
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 14:47
სხვადასხვა
მამამ 21 წლის ვაჟის გარდაცვალების შემდეგ ემოციური ვიდეოთი მარკ ცუკერბერგს მიმართა (ვიდეო)
ავტორი:
12 თებერვალი, 2014. 13:26



მას შემდეგ, რაც ჯონ ბერლინს მოულოდნელად დაეღუპა 21 წლის ვაჟი ჯესი, რამდენიმე დღის წინ youtube-ზე გაავრცელა ვიდეო, სადაც Facebook-ის დამფუძნებელ მარკ ცუკერბერგს ერთადერთი თხოვნით მიმართავდა. მამის თხოვნა სწორედ გარდაცვლილ შვილს ეხებოდა.

 

 

„ოდესმე ჩაგიდენიათ სიგიჟე იმიტომ, რომ უკვე აღარ იცით, როგორ მოქცეულიყავით? ჩემი შვილი 2012 წლის 28 იანვარს გარდაიცვალა და ჩვენ ვერ ვახერხებთ მისი ფეისბუქის გვერდის გახსნას. ერთადერთი, რაც გვინდა, ის არის, რომ ვნახოთ მისი ვიდეო. იქნებ თქვენ თავად გააკეთოთ ეს? მე არ მჭირდება მისი ანგარიშის გატეხვა, მთავარია, მისი ვიდეო ვნახო. ვთხოვ ჩემს მეგობრებს, გაავრცელონ ეს ვიდეო, იქნებ ვინმემ ნახოს. მე მხოლოდ ჩემი შვილის ვიდეოს ნახვა მინდა. მისი სახელია ჯესი ბერლინი. გთხოვთ, დამეხმაროთ. დიდი მადლობა“, -წერდა ის.



მამის ემოციურმა მიმართვამ შედეგი გამოიღო - ფეისბუქის ადმინისტრაციამ მისი თხოვნა დააკმაყოფილა.








(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)




 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016