reportiori.ge - ფსიქოლოგიური ფაქტები ტვინზე, რომლებიც აქამდე არ იცოდით
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 14:57
სხვადასხვა
ფსიქოლოგიური ფაქტები ტვინზე, რომლებიც აქამდე არ იცოდით
ავტორი:
12 თებერვალი, 2014. 22:32

ადამიანის ტვინი ყველაზე დიდ ამოცანად რჩება მსოფლიოში. მართალია, მეცნიერებმა ბევრი საინტერესო ფაქტი დაადგინეს და ჩვენი ქცევების ამოცნობაც კი უკვე შესაძლებელია, მაგრამ ბევრი რამ ამოუცნობია.

იცით იმის შესახებ, თუ რამდენად სწორი და უტყუარია თქვენი მოგონებები? ან ის, თუ რამდენი ხნის განმავლობაში ყალიბდება თქვენი ჩვევები? ან რაოდენობა მეგობრებისა, რომლებიც შეგიძლიათ შეიძინოთ?

ეს და სხვა ფსიქოლოგიური ფაქტები დაგეხმარებათ უკეთ შეიცნოთ საკუთარი თავი:

1. თქვენი ტვინი ძილშიდაც ისევე აქტიურია, როგორც გაღვიძებულ მდგომარეობაში.

როცა თქვენ გძინავთ და ხედავთ სიზმარს, თქვენი ტვინი ამუშავებს და აჯამებს დღის განმავლობაში მიღებულ მთელ ინფორმაციას: წყვეტს რა შეინახოს, რა დაივიწყოსალბათ ხშირად გსმენიათ რჩევა გამოცდის ან მნიშვნელოვანი მოვლენის წინ: ,,კარგად გამოიძინე!“ თუ გნებავთ კარგად დაგამახსოვრდეთ ის, რაც ისწავლეთ საუკეთესო ვარიანტია დაიძინოთ, მას შემდეგ რაც იმეცადინეთ.

2. თქვენ შეგიძლიათ დაიმახსოვროთ მხოლოდ 3-4 ფაქტი ერთდროულად.

არსებობს წესი: ,,მაგიური ციფრი 7 პლუს მინუს 2“, რომლის თანახმადაც ადამიანს არ შეუძლია ერთდროულად 5-9 საინფორმაციო ბლოკზე მეტის შენახვა. მოკლევადიან მეხსიერებაში ინფორმაციის დიდი ნაწილი ინახება 20-30 წამი,

ამის შემდეგ კი ჩვენ მას ვივიწყებთ. თუ რა თქმა უნდა არ ვიმეორებთ ხშირად. დასამახსოვრებლად კარგი საშუალებაა ინფორმაციის განაწილება რაიმე საერთო ნიშნების მიხედვით. ასე მაგალითად: ტელეფონის ნომრის ცალ-ცალკე ციფრად დამახსოვრება ძალიან გვიჭირს, მაგრამ სიტუაცია ბევრად მარტივდება, როცა ვიმახსოვრებთ 2-2 ან 3-3 რიცხვისგან შემდგარ ციფრებს.

3. ადამიანი ძალიან ცუდად იმახსოვრებს წითელი და ლურჯი ფერების შერწყმას.

მიუხედავად იმისა, რომ ეს ფერები ძალიან ბევრი ქვეყნის დროშაზეა გამოყენებული, მხედველობისთვის რთული აღსაქმელია ეს ორი ფერი ერთმანეთის გვერდით. ეს ხდება იმ ეფექტის გამო, რომელსაც ,,ხრომოსტერეოფსისიჰქვია.

მისი გავლენით ხდება ის, რომ ზოგიერთი ფერი ძალიან ჭრის თვალს, მის ფონზე კი მეორე ფერი საერთოდ ქრება, რაც საბოლოო ჯამში იწვევს თვალის გაღიზიანებას და გადაღლას.

4. თქვენ აღიქვამთ ნივთებს სხვაგვარად, ვიდრე ხედავთ მათ.

კემბრიჯის უნივერსიტეტის კვლევის თანახმად, არ აქვს მნიშვნელობა, რა თამნიმდევრობითაა დალაგებული ასოები სიტყვაში. მთავარია რომ პირველი და ბოლო ასო იყოს თავის აგდილას.“

მაშინაც, კი თუ დანარჩენი სიტყვები არეულია, როგორც დარწმუნდით, თქვენ შეძლებთ წინადადების წაკითხვას. ეს ხდება იმიტომ, რომ ტვინი არ კითხულობს ცალ-ცალკე თითო ასოს, არამედ აღიქვამს სიტყვას მთლიანად.

5. თქვენ შეგიძლიათ შეაჩეროთ თქვენი ყურადღება ერთსა და იმავე საგანზე მხოლოდ 10 წუთის განმავლობაში.

იმ შემთხვევაშიც კი თუ თქვენ იმყოფებით რაიმე შეკრებაზე, სადაც განიხილავენ თქვენთვის საინტერესო თემას, მაქსიმალური ყურადღება რომელიც შეიძლება მოიკრიბოთ, გეყოფათ 7-10 წუთი. ამის შემდეგ თქვენ დაიწყებთ მოდუნებას და აუცილებელი გახდება შესვენების გაკეთება, რათა შეინარჩუნოთ ინტერესი.

6. შესაძლებლობადროებით გადადოთ საკუთარი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, გვიჩნდება ჯერ კიდევ ბავშვობიდან. ადამიანები, რომლებმაც ადრევე გამოიმუშავეს საკუთარ თავში ეს უნარი, უკეთ სწავლობდნენ სკოლაში, შემდგომში კი უკეთ უმკლავდებოდნენ სტრესს და იმედგაცრუებას.

 

წყარო: http://www.b2p.ge/

 

 

(მოამზადა ნინი მოდრეკილმა)

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016