reportiori.ge - დიდი ადამიანების 10 დიდი სიბრიყვე
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 14:29
სხვადასხვა
დიდი ადამიანების 10 დიდი სიბრიყვე
13 თებერვალი, 2014. 13:49

XVI საუკუნის ასტრონომი ტიჰო ბრაგე, ვის გამოკვლევებზე დაყრდნობითაც სერ ისააკ ნიუტონმა მიზიდულობის კანონი აღმოაჩინა, უდროოდ წავიდა ამ ქვეყნიდან იმის გამო, რომ დროულად არ გავიდა საპირფარეშოში. იმ ხანაში, სუფრის დასრულებამდე მაგიდიდან ადგომა მასპინძლის შეურაცხყოფად ითვლებოდა. ბრაგე წესიერ კაცად ითვლებოდა და ვაჟკაცურად ითმინა ქეიფის დასრულებამდე; სამწუხაროდ, მისმა შარდის ბუშტმა ვერ მოითმინა და გასკდა. 11 დღე იწვალა საცოდავმა ასტრონომმა და შემდეგ დაიღუპა.


ცნობილი სახელმწიფო მოღვაწე და ფილოსოფოსი ფრენსის ბეკონი იმის გამო დაიღუპა, რომ დაკლულ ქათამში თოვლს ტენიდა (მას აზრად მოუვიდა, რომ ხორცის შესანახად მარილის ნაცვლად თოვლი გამოეყენებინა). ექსპერიმენტის შედეგად ქათმის ხორცი გაფუჭდა, ფრენსის ბეკონი კი გაიყინა და გარდაიცვალა.



ჟან ბატისტ ლული XVII საუკუნის კომპოზიტორი, საფრანგეთის მეფის თხოვნით, მუსიკას თხზავდა და თავისი საქმის ერთგულებას ემსხვერპლა. ერთ-ერთი კონცერტის რეპეტიციისას ექსტაზში შესულმა კომპოზიტორმა ხელჯოხი მძლავრად დაჰკრა იატაკს, მაგრამ ხელჯოხი ფეხში მოირტყა და სისხლის მოწამლვით გარდაიცვალა.



ილუზიონისტი ჰარი გუდინი მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც ერთ-ერთმა თაყვანისმცემელმა მუცელში მუშტი უთავაზა. გუდინი ყველა მსურველს აძლევდა უფლებას მისთვის მუცელში დაერტყათ. ამით მუცლის პრესის სიძლიერის დემონსტრირებას ახდენდა. თუმცა ამ ჯერზე დარტყმა ძალიან მოულოდნელი აღმოჩნდა და ცნობილი ილუზიონისტი შინაგანი სისხლდენით გარდაიცვალა.



ჯიმ ფიქსი, ცნობილი ბესტსელერის - „ყველაფერი სირბილის შესახებ" ავტორი გახლდათ, 1970-იან წლებში ამ წიგნის გამოსვლის შემდეგ მთელი მსოფლიო ძუნძულით სირბილზე გადავიდა. თავად ჯიმ ფიქსი კი, სწორედ ძუნძულის დროს გულის შეტევით გარდაიცვალა.


ფრანგი მომღერალი კლოდ ფრანსუა დენის დარტყმამ იმსხვერპლა. წყლით სავსე აბაზანაში მდგარმა მომღერალმა ნათურის გამოცვლა სცადა.


გამოჩენილი დეტექტივის ალან პინკერტონის, სიკვდილის მიზეზი განგრენა გახლდათ. ტროტუარზე სიარულისას ფეხი ქვას წამოჰკრა და... ენა მოეკვნიტა.


ამერიკის მეთორმეტე პრეზიდენტი ზაქარია ტეილორი 1850 წლის 4 ივლისს, ცერემონიის დასრულების შემდეგ, ნაყინს მიეძალა; სამწუხაროდ, მისმა კუჭმა ვერ გაუძლო და ხუთი დღის შემდეგ მოუნელებლობის გამო ამერიკა უპრეზიდენტოდ დარჩა. ტეილორი მხოლოდ 16 თვე მართავდა ქვეყანას.


ჯეკ დანიელსი ცნობილი ვისკის „მამა", ფეხის ტრავმის მიღებიდან ექვსი წლის შემდეგ, სისხლის მოწამლვით დაიღუპა. დენიელსს  საკუთარი სეიფის კოდი დაავიწყდა, გაბრაზებულმა რკინის კარადას ფეხით ცემა დაუპირა და ნეკა თითი მოიტეხა.


ბერძენი ფილოსოფოსი ქრისიპე სიცილით გაიგუდა, როცა უყურებდა მისი მთვრალი ვირი როგორ ცდილობდა ლეღვის შეჭმას.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016