reportiori.ge - ლევან კობიაშვილი ივნისში „ჰერტას“ დატოვებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 16:39
სპორტი
ლევან კობიაშვილი ივნისში „ჰერტას“ დატოვებს
ავტორი:
13 თებერვალი, 2014. 18:56

ივნისში ქართველი ფეხბურთელი ლევან კობიაშვილი საფეხბურთო კლუბ „ჰერტას" დატოვებს. კობიაშვილის სურვილის მიუხედავად, რომ კლუბში ასპარეზობა კიდევ ერთი წლით გაიხანგრძლივოს, „ჰერტას" სპორტული დირექტორი მიხაელ პრეეტცი ქართველი ფეხბურთელისთვის კონტრაქტის გაგრძელებას აღარ აპირებს.

 

"ზაფხულში ყველაფერი დასრულდება. ლევანი დიდ საქმეს აკეთებს გუნდში, როცა ის საჭირო ხდება, მაგრამ ის მალე 37 წლის გახდება. ასეთ ასაკში კი ბუნდესლიგაში თამაში უკვე შეუძლებელია",- განაცხადა პრეეტციმ.
 

აღსანიშნავია, კობიაშვილის შრომითი ხელშეკრულება „ჰერტასთან" თანამშრომლობას 2014/2015 წლებშიც მოიცავს, თუმცა არა საფეხბურთო მოედანზე.  

 

"მე და ლევანმა უკვე ვისაუბრეთ პირისპირ ამ თემაზე. თავად ლევანი სპორტულ მენეჯმენტს აქტიურად სწავლობს. ის მომავალში ფეხბურთში ხედავს თავს, ოღონდ არა მწვრთნელად. საშუალო ვადით ის საქართველოში აპირებს ამ კუთხით მოღვაწეობას",- განაცხადა მიხაელ პრეტციმ.



(მოამზადა რუსუდან ჯაბანიშვილმა)

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016