reportiori.ge - კომბოსტოს დიეტით ათ დღეში ათ კილოგრამს დაიკლებთ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 16:28
სხვადასხვა
კომბოსტოს დიეტით ათ დღეში ათ კილოგრამს დაიკლებთ
ავტორი:
14 თებერვალი, 2014. 13:34



დაუჯერებელია, მაგრამ ეს დიეტა 10 დღეში 10 კილოგრამის კლებას გულისხმობს. კომბოსტოს დიეტა არ არის ყველაზე სწრაფი გახდომის საშუალება, თუმცა ძალიან ეფექტურია - პირველ რიგში კომბოსტოს დაბალკალორიულობის გამო. თანაც, მიუხედავად დაბალკალორიულობისა, კომბოსტო შეიცავს ორგანიზმისთვის აუცილებელ ვიტამინებს და მინერალებს, რომელიც მსხვილი ნაწლავის სტიმულირებას ახდენ.

 

სხვადასხვა სახეობის კომბოსტო დამახასიათებელია სხვადასხვაგვარი ენერგეტიკული ღირებულებით, თუმცა კომბოსტოს დიეტა არ გზღუდავთ სახეობის არჩევანში (თქვენი გემოვნების მიხედვით აირჩიეთ და კომბინირებაც მოახერხეთ). თუმცა მაქსიმალურად სასურველია, იყოს ახალი, საღი კომბოსტო და დიეტისთვის ყველაზე ეფექტურია ჩვეულებრივი თეთრი კომბოსტო - მას ყველა სახეობას შორის მინიმალური კალორიულობა აქვს (26 კილოკალორია).

 

კიდევ უფრო დაბალი კალორიულობა აქვს მჟავე კომბოსტოს (ოღონდაც, თეთრად დამჟავებულს, წვრილად დაჭრილს). სწორედ ეს რეკომენდაცია აქვს ამ დიეტას - სამ დღეში ერთხელ ჩვეულებრივი კომბოსტო მჟავეთი უნდა შეცვალოთ.

 

კომბოსტოს დიეტა საკმაოდ მკაცრია, თუმცა თუ შიმშილმა შემოგიტიათ, შეუზღუდავად შეიძლება მიირთვათ კომბოსტოს ფურცლები. ასევე შეუზღუდავად შეიძლება დალიოთ მწვანე ჩაი, ან არაგაზირებული და არამინერალიზებული წყალი (ისინი არ ამძაფრებს შიმშილის განცდას) - დღეში 1,2 ლიტრზე ნაკლები არ დალიოთ. დილიდან მენიუში ყავის გამოყენება - რაც თითქმის ყველა სწრაფი დიეტის მოთხოვნაა - იმით არის განპირობებული, რომ ყავა აჩქარებს გაცვლით პროცესებს, რაც იმავდროულად ზედმეტი წონის დამატებით დახარჯვას გულისხმობს.

 

დამატებითი შეზღუდვა - მთელი 10 დღის განმავლობაში საკვებში არ შეიძლება შაქრისა და მარილის დამატება. ალკოჰოლი აკრძალულია ნებისმიერი სახით. არავითარი პურ-ფუნთუშეული და საკონდიტრო ნაწარმი.

 

კომბოსტოს დიეტის ხანგრძლივობა 10 დღეა - ამ დროის განმავლობაში ყველა რეკომენდაციის დაცვისას გარანტირებულია 6-დან 10 კილოგრამამდე დაკლება, ორგანიზმის ფიზიოლოგიური თავისებურებების მიხედვით.

დიეტის გამეორება შეიძლება მხოლოდ 2 თვის შემდეგ. მაშ, ასე, გთავაზობთ კომბოსტოს დიეტის მენიუ 10 დღეზე:

 

საუზმე: მწვანე ჩაი ან ყავა (უშაქრო), არაგაზირებული და არამინერალიზებული წყალი.

სადილი: უმი კომბოსტოსა და სტაფილოს სალათი ზეთით (უმჯობესია, ზეითუნის). მოხარშული საქონლის ხორცი, ქათმის ან ნაკლებ ცხიმიანი თევზი - 200 გრამამდე.

ვახშამი: უმი კომბოსტოს სალათი, ერთი მწყრის კვერცხი (ან ქათმის კვერცხი ნახევარი), ერთი ვაშლი ან ნებისმიერი სხვა ხილი (ბანანის გარდა).

დაძინებამდე არაუგვიანეს ორი საათით ადრე - ერთი ჭიქა უცხიმო კეფირი.

კომბოსტოს სალათი ნებისმიერ მომენტში შეიძლება შეიცვალოს კომბოსტოსა და სხვა ბოსტნეულის წვნიანით (შეიძლება რიგრიგობით) - მირთმეული წვნიანის რაოდენობა ასევე არ არის შეზღუდული.

 

 

(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016