reportiori.ge - როგორ ვებრძოლოთ ცელულიტს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 16:48
სხვადასხვა
როგორ ვებრძოლოთ ცელულიტს
ავტორი:
14 თებერვალი, 2014. 17:45



ჯანსაღი კვება

შეიმუშავეთ კვების სქემა: მიირთვით ცოტა და დღეში რამდენჯერმე, არ გადააჭარბოთ სასურველი საკვების რაოდენობას და არ ჭამოთ საღამოს 7 საათის შემდეგ. რაც შეეხება უშუალოდ საკვებს, შეეცადეთ კვების რაციონიდან ისეთი პროდუქტები ამოიღოთ, რომლებიც შეიცავენ შაქარსა და კონსერვანტებსსწრაფი კვების პროდუქტები და გაზირებული სასმელები. ასევე გახსოვდეთ, რომ ალკოჰოლი ზიანს აყენებს თქვენს ორგანიზმს, ამიტომ სასურველია მის მიღებაზე უარის თქმა. სასურველია რაც შეიძლება მეტი სასარგებლო ხილის, მწვანე ბოსტნეულის, კენკრების და სალათის ფოთლების მიღება.

 

ფიზიკური დატვირთვები

საკუთარი ორგანიზმისთვის ზედმეტი კილოგრამების მოშორებაში დახმარება ფიზიკური დატვირთვის საშუალებით შეგიძლიათ. სპეციალური ვარჯიშების კომპლექტი, რომელიც შემუშავებულია ფიტნეს-ინსტრუქტორის მიერ, ასევე  სპორტული დარბაზის რეგულარული სტუმრობა (მინიმუმ 2ჯერ კვირაში), დაგეხმარებათ არა მარტო ტანის გარდაქმნაში, არამედ აგიმაღლებთ განწყობას.

 

პრობლემური არეების მასაჟი

კიდევ ერთი ეფექტური საშუალება ცელულიტის წინააღმდეგ მასაჟი. ასეთ მასაჟებს და სხვადასხვა სახის პროცედურებს, რომლებიც მიმართულია ცელულიტის წინააღმდეგ, დღესდღეობით  ბევრი სილამაზის სალონი გვთავაზობს. სპეციალური მასაჟი საშუალებას იძლევა გაიაქტიუროთ ყველა გაცვლითი პროცესი, რაც თავისთავად მოქმედებს წონის დაკლებაზე და ორგანიზმში დაგროვილი სითხეებისგან გათავისუფლებაში გეხმარებათ.

 

იმ შემთხვევაში, თუ არ გაქვთ პროფესიონალი მასაჟისტების მომსახურების მიღების საშუალება, დაკავდით პრობლემური არეების თვითმასაჟით, სპეციალური ჯაგრისისა და კომეტიკური საშუალებების გამოყენებით. დღესდღეობით  ცელულიტის წინააღმდეგ მიმართული უამრავი საშუალება არსებობს, რომელთა  შეძენაც შეგიძლიათ აფთიაქებში ან პარფიუმერიისა და კოსმეტიკის მაღაზიებში.

 

შეჯამება

ჯანსაღი კვება, ფიზიკური დატვირთვები, სხეულის პრობლემური არეების მასაჟი - ყველა ეს მეთოდი დაგეხმარებათ თქვენი სხეულის რელიეფის კორექტირებაში და სასურველი შედეგის ერთ თვეში მიღებაში.

 

 

(მოამზადა რუსუდან ჯაბანიშვილმა)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016