reportiori.ge - გაეროს მოსახლეობის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ბაბატუნდე ოსოტიმეჰინი საქართველოს ეწვია
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 12:09
საზოგადოება
გაეროს მოსახლეობის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ბაბატუნდე ოსოტიმეჰინი საქართველოს ეწვია
16 თებერვალი, 2014. 13:19

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით „გაეროს მოსახლეობის ფონდის" აღმასრულებელი დირექტორი და გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე ბაბატუნდე ოსოტიმეჰინი ეწვია.


დღეს, „გაეროს მოსახლეობის ფონდის" აღმასრულებელი დირექტორი თბილისში, ამავე ფონდის კიბოს სკრინინგის პროგრამის ძირითად პარტნიორს - ეროვნულ სკრინინგ-ცენტრს დაათვალიერებს.


ოსოტიმეჰინი,   ფონდის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონულ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას. იგი ასევე, სკრინინგ-ცენტრის თანამშრომლებსა და "გამარჯვებულ ქალთა კლუბის წევრებს" შეხვდება, რომლებიც თავიანთი გამოცდილებისა და საქმიანობის შესახებ ისაუბრებენ. 


ხვალ  დაგეგმილ შეხვედრაზე კი, ბაბატუნდე ოსოტიმეჰინი გაეროს მოსახლეობის ფონდის" ოფისებისა და ეროვნული ბიუროების 110-მდე მონაწილესთან ერთად, რეგიონისთვის გაეროს მოსახლეობის ფონდის 2014 წლის პრიორიტეტებს განიხილავს.


გაეროს მოსახლეობის ფონდი" მრავალი წელია, თანამშრომლობს საქართველოს მთავრობასთან ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციისა და ადრეული გამოვლენის თანადაფინანსების კუთხით.


ფონდის მოღვაწეობის მიზანია, ისეთი გარემოს შექმნა, სადაც ყოველი ორსულობა არის სასურველი, ყოველი მშობიარობა - უსაფრთხო და ყოველ ახალგაზრდას აქვს შესაძლებლობა, სრულად გამოავლინოს თავისი პოტენციალი. 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016