reportiori.ge - მამა ანთიმოზმა მრევლს „სამოსელი პირველის“ წაკითხვისკენ მოუწოდა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 16:20
რელიგია
მამა ანთიმოზმა მრევლს „სამოსელი პირველის“ წაკითხვისკენ მოუწოდა
16 თებერვალი, 2014. 15:22

სამების საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიის დასრულების შემდეგ მამა ანთიმოზმა მრევლს გურამ დოჩანაშვილის "სამოსელი პირველის" წაკითხვისკენ მოუწოდა.


"მადლობა უფალს, გვყავს ძალიან ახლობელი ადამიანი გურამ დოჩანაშვილი, რომელმაც "სამოსელი პირველი" დაწერა და გთხოვთ წაიკითხოთ, ვისაც წაკითხული არ აქვს და ვისაც წაკითხული გაქვთ, კიდევ ერთხელ წაიკითხეთ. მასში მოთხრობილია უძღებ შვილზე და ჩვენც ადამიანებს უფალი გვაფრთხილებს უძღები შვილის იგავით, რომ შევინანოთ. მარხვა იწყება და შევინანოთ ჩვენი ცოდვები. ვინც დავდიოდით, ან არ დავდიოდით, ისევ მივიდეთ ეკლესიაში, ისევ ვთქვათ აღსარება, ისევ ვეზიაროთ", - აღნიშნა მამა ანთიმოზმა.


მისივე თქმით, "ჩვენ ყველა უძღები შვილები ვართ და ღმერთი მოგვცემს ძალას და ღმერთი შეგვინდობს", როგორც იგავში მოთხრობილ შვილს, რომელმაც მამას პატიება სთხოვა და მამამ შეუნდო და ბრძანა შემოსეთ ჩემი შვილი პირველი სამოსელითო.


მამა ანთიმოზმა მეორე მნიშვნელოვან გარემოებაზეც გაამახვილა მრევლის ყურადღება


"მაგრამ ამ დროს მეორე მომენტია, უფროსი შვილი, რომელიც მთელი ცხოვრება სწორად ცხოვრობდა, გაბრაზდება მამაზე, რომ გაიგებს, რომ აპატია თავის ძმას და ასე ვთქვათ განიკითხავს. მამა ეტყვის: შვილო, შენ ყოველთვის ჩემთან ხარ, შენი ძმა მკვდარი იყო, აღსდგა და გაცოცხლდაო", - დასძინა მამა ანთიმოზმა. 


როგორც მან აღნიშნა, იწყება მეზვერისა და ფარისევლის კვირა, სადაც უფალი ადამიანებს ლოცვისკენ მოუწოდებს. მოუწოდებს, რომ არ განიკითხონ ერთმანეთი, როგორც ფარისეველი განიკითხავდა მეზვერეს.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016