reportiori.ge - რვა ნიშანი იმისა, რომ „სმარტფონდამოკიდებული“ ხართ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 16:41
სხვადასხვა
რვა ნიშანი იმისა, რომ „სმარტფონდამოკიდებული“ ხართ
ავტორი:
17 თებერვალი, 2014. 13:33



რვა მეთოდ, რომელიც იმის გაგებაში დაგეხმარებათ, ხართ  თუ არა „სმარტფონზე“  დამოკიდებული. 

 

1. თქვენ შეგაქვთ სმარტფონი აბაზანაში. რომ დაფიქრდე, ლოგიკურად ჩნდება კითხვა - რაში გჭირდება ის იქ? და ამასთან, სმარტფონის გამოყენება სველ ადგილას აპარატს დააზიანებს.

 

 

2. თქვენ ვარდებით პანიკაში, თუ ტელეფონის სახლში დაგრჩათ და უკან ბრუნდებით, მიუხედავად იმისა, რომ უკვე ძალიან შორს ხართ.

 

 

3. ასეთივე სმარტფონის მფლობელთან შეხვედრის დროს, თქვენი საუბარი იწყება შემდეგი თემებით - რომ თქვენ უკვე იყენებთ ახალ შეთავაზებას... მე მქონდა ეს აქსესუარი ადრე, მაგრამ ამით შევცვალე“ - და თქვენ უჩვენებთ ახალ აქსესუარს, იჭერს თუ არა შენი სმარტფონი მეტროში და ..

 

 

4. გაფუჭებული სმარტფონი გაგდებს დეპრესიაში. თქვენ თავჩაქინდრული მიდიოდით, ვერც კი შეამჩნიეთ ახლოს გამვლელი და ტელეფონი დაგივარდათ, ის დაიმტვრა და თქვენთვის ცხოვრებამ დაკარგა აზრი, თქვენ მოწყვეტილი ხართ სამყაროს. ნაცვლად იმისა, რომ ახალი აპარატი თავისუფალ დროს შეიძინ, მაშინვე გარბიხართ მობილურების მაღაზიაში.

 

 

5. თქვენ არასოდეს გყოფნით დღის განმავლობაში სრულად დატენილი ელემენტი. ძალიან ბევრი სმარტფონი ვერ დაიკვეხნის კარგი ელემენტებით, მაგრამ თუ თქვენ ის უფრო და უფრო ხშირად გეცლებათ, ეს ძალიან ცუდი ნიშანია. აგრეთვე საგანგაშო სიმპტომია, თუ თქვენი მთავარი ღონისძიება ძილის წინ არის არა კბილების გახეხვა, არამედ სმარტფონის დასატენად ჩართვა.

 

 

6. თქვენ ხშირად ფიქრობთ, როგორ შეამციროთ ბიუჯეტი სმარტფონის ხარჯების ანაზღაურებისთვის. თუ თქვენ უარს ამბობთ ვახშამზე და მისგან გამოთავისუფლებულ თანხას იყენებთ სმარტფონის ახალი შეთავაზებების შესაძენად, მაშინ თქვენ გაწუხებთ სმარტფონდამოკიდებულებისმეორე სტადია.

 

 

7. თქვენ ყველაფერზე ხმოვან შეტყობინებებს აყენებთ. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ჩართული გაქვთ შეტყობინება იმის შესახებ, რომ ინტერნეტ ქსელს უნდა მიაკითხოთ, დროა სერიოზულად დაფიქრდეთ.

 

 

8. ტელეფონზე ჩართული გაქვთ 30 შეთავაზება და თქვენ ყველა მათგანით სარგებლობთ. თუ თქვენ მხოლოდ ცნობისმოყვარეობის გამო დააყენეთ ეს შეთავაზებები და ერთ კვირაში ისინი აღარ გახსოვთ, ეს უკვე კარგია. მაგრამ თუ მას მუდმივად იყენებთ - მაშინ დროა დაფიქრდეთ, რაში გჭირდებათ რამდენიმე სატრანსპორტო ონლაინგანრიგი და ამინდის პროგნოზი?

 

 

(მოამზადა რუსუდან ჯაბანიშვილმა)

 

 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016