reportiori.ge - „იმედის“ ახალ პროექტში ნინა წკრიალაშვილი და ვახტანგ რჩეულიშვილი იმღერებენ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 10:24
მედია
„იმედის“ ახალ პროექტში ნინა წკრიალაშვილი და ვახტანგ რჩეულიშვილი იმღერებენ
ავტორი:
17 თებერვალი, 2014. 16:50



„იმედის“ ეთერში მალე ახალი პროექტი "ორი ვარსკვლავი" იწყება. პროექტის ერთ-ერთი მონაწილე წყვილი ბიზნესმენი ვახტანგ რჩეულიშვილი და მომღერალი ნინა წკრილაშვილი იქნებიან.  რჩეულიშვილის თქმით, მის ცხოვრებაში ორწლიანი რთული პერიოდის შემდეგ, განტვირთვის დრო დადგა. მისივე თქმით, გამარჯვების იმედი არ აქვს, თუმცა ხუთი საფეხურის გადალახვას მაინც ეცდება. 


ასეთივე პროექტში, როგორიც "ორი ვარსკვლავია" 2005 წელს მივიღე მონაწილეობა, როცა რადიო "უცნობმა" მიმიწვია. მაშინ ლელა წურწუმიასთან ერთად ვიმღერე. დიდი მომღერალი არ გახლავართ, მაგრამ სიმღერა მიყვარს. ბევრი მეგობარი მომღერალი მყავს, მათ შორის, "შვიდკაცას" წევრები. მათთან სიმღერა ხშირად მიწევს, მაგრამ ცოტა ჩემებური გემოვნება მაქვს და სპეციფიკური ნამუშევრები მიყვარს, რუსულ სიმღერებს ვეტანები“, - განაცხადა რჩეულიშვილმა.

 

წკრიალაშვილი ამბობს, რომ „ორი ვარსკვლავი“ საინტერესო პროექტია და მაყურებელს კარგი გასართობი გადაცემა ელოდება.

 

„ჩემი და ბატონი ვახოს  დუეტი ძალიან საინტერესო იქნება და შთაბეჭდილების გარეშე ნამდვილად ვერ დავტოვებთ მაყურებელს“,- განაცხადა მომღერალმა.



(მოამზადა რუსუდან ჯაბანიშვილმა)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016