reportiori.ge - რვა მიზეზი იმისა, თუ რატომ არ უნდა შეიყვაროთ ჟურნალისტი
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 16:18
სხვადასხვა
რვა მიზეზი იმისა, თუ რატომ არ უნდა შეიყვაროთ ჟურნალისტი
ავტორი:
17 თებერვალი, 2014. 17:08



ჟურნალისტმა შიტიკა ანანდიმ  ჩამოაყალაიბა რვა პუნქტიანი სია, სადაც დაასახელა ის რვა მიზეზი, თუ რატომ არ ღირს ჟურნალისტის შეყვარება.

 

ჟურნალისტი თქვენზე იშოვნის ფულს

რა თქმა უნდა, არა პირდაპირი მნიშვნელობით. მაგრამ თუ მას მიჰყავს რუბრიკა ურთიერთობები, მაშინ დარწმუნებული იყავით, რომ მის ტექსტებში ხშირად მთავარი გმირი სწორედ თქვენ იქნებით. თუმცა, ეს იმის მანიშნებელიც იქნება, რომ მისთვის სულერთი არ ხართ.

 

დედლაინი სექსზე მნიშვნელოვანია

ვიღაც ფულს იხდის სტატიებში, ვიღაც კი არ იხდის სექსში. დაუნდობელი სექსი MS Word-თან და ფრაზების ჩამოწერაბევრად მომგებიანია, ვიდრე ატლასის თეთრეულზე გაოფლიანება. და თანაც, ვინმემ ხომ უნდა გადაიხადოს ამ ატლასის თეთრეულში?! ასევე ფრანგული შამპანიური პრეს-კონფერენციაზეესაც ხომ არ ჩნდება თავისით?

 

მას ვერ "გააცურებ"

მან ზუსტად იცის, როცა იტყუებით და როცა გულწრფელი ხართ. ის გაწვრთნილია და ზუსტად გრძნობს ყველა ინტონაციას ინტერვიუს დროს, თუნდაც ის სატელეფონო იყოს, ან ვირტუალური. ასე რომ, ნურც კი იოცნებებთ, რომ თქვენ მიერ ნათქვემი ერთი სიტყვაც კი არ "ჩაიწერება დიქტოფონზე". მეტიც, თუკი ეს საჭირო გახდება, ამ სიტყვებს თქვენ წინააღმდეგ გამოიყენებს, თანაც არგუმენტირებულად. და კიდევბევრ ჟურნალისტს უბრალოდ ფოტოგრაფიული მეხსიერება აქვს.

 

ის დაიმახსოვრებს თქვენს სიტყვებს

მნიშვნელობა არ აქვს, პირდაპირ ნათქვამს, დაწერილს/მიწერილს თუ ტელეფონით ნათქვამს. ჟურნალისტებს არასოდეს ავიწყდებათ სიტყები. და როცა საჭირო გახდება, აუცილებლად შეგახსენებთ მათ. ის დაპროგრამებულია, რომ ყველა მოვლენა და სიტყვა დაიმახსოვროს. ასე რომ, ყურადღებით იყავით მასთან საუბრისას. და არ დაგავიწყდეთ, რაც უთხარით, თორემ სიტყვების სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაციაც მათი პროფესიული უნარია.

 

ისგრამ-ნაცია

ჟურნალისტი ყოველთვის შეასწორებს თქვენს შეცდომებს. ისევ და ისევ. სნობის გამომეტყველებით. ბევრ ჟურნალისტს გამართული მეტყველება სისხლში აქვს გამჯდარი, ასე რომ, მოგიწევთ გამუდმებით აკონტროლოთ თქვენი მეტყველება და წერის დროსპუნტქუაცია. რადგან ის ჯერ შეცდომას გიპოვით და შემდეგ მიაქცევს ყურადღებას შინაარსს.

 

ის შეშლილია სოცმედიაზე

ის დღედაღამ Facebook-ში, Twitter-სა და Instagram-ზეა. ეს მისი სამუშაოს ნაწილია. რა თქმა უნდა, იყო "სოცმედიის ექსპერტი", სულაც არ ნიშნავს სულელივით ათვლიერებდე სხვის ფოტოებს (და ტყუილად არ ეკამათოთ მას ამ თემაზე).

 

ის პრეტენზიულია რესტორნის არჩევისას

ჟურნალისტი ხშირად კამათობს, როცა საქმე კაფესა ან რესტორანში წასვლას ეხება. განსაკუთრებით მაშინ, თუ ეს ჟურნალისტი მოგზაურობაზე წერს. მას არ მოეწონება, თუ შაურმის საჭმელად, ან მაკდონალდსში დაპატიჟებთ. თუ პირველი პაემანი ასეთ ადგილებში გაიმართა, მეორე შეგიძლიათ დაივიწყოთ.

 

მას ყოველთვის სჭირდება დრო საკუთარი თავისთვის

განუწყვეტელი საუბრები სამსახურზე, კოლეგებთან ურთიერთობა, წყაროების მოძიებაეს ყველაფერი ძალიან დამღლელია. ამიტომაც მას ხშირად განმარტოების სურვილი უჩნდება. როცა ჟურნალისტი დიდხნიანი სამუშაო პროცესისგან ბრუნდება, მისთვის აუცილებელია მარტო ყოფნა. ეს არის ის დრო, როცა ჟურნალისტი ძალებს იკრებს ახალი იდეებისთვის და ამ დროს ვერავინ და ვერაფერი შეუცვლის მას.

 

(მოამზადა რუსუდან ჯაბანიშვილმა)

 

 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016