წელს იანვარში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობა წინა წლის ანალოგიურ თვესთან შედარებით 4.6 მლნ აშშ დოლარით, ანუ 4.9 %-ით გაიზარდა და 98.9 მლნ დოლარი შადგინა.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ რუსეთიდან ფულადი გადმორიცხვები 2.1 მლნ დოლარით, ანუ 4%-ით შემცირდა და მისმა წელმა საერთო ტრანსფერებში 51,7%-იდან 47.2%-მდე იკლო.
სამაგიეროდ 15 %-იანი ზრდაა საბერძნეთიდან გადმორიცხვებში და 14,9 მლნ დოლარი შეადგინა.
მესამე ადგილს იტალია იკავებს, საიდანაც ტრანსფერებმა 10%-ით მოიმატა და 9.2 მლნ დოლარამდე, აშშ-დან კი ზრდამ 7% შეადგინა.
კრიზისი ფონზე ფულადმა გზავნილებმა 5%-ით იკლო უკრაინიდანაც, სანაცვლოდ ბოლო პერიოდში თურქეთიდან განხორციელუბმა გზავნილებმა საგრძნობმად იმატა.
აღსანიშნავია, რომ ყაზახეთი წელს პირველად შეუერთდა იმ ქვეყნების რიცხვს, საიდანაც გზავნილებმა 1 მლნ დოლარს გადააჭარბა.
უცხოეთიდან გადმორიცხვების პარალელურად, წინა წელთან შედარებით 22%-ით გაიზარდა საქართველოდან საზღვარგარეთ განხორციელებულმა ტრანსფერებმა, რამაც საერთო ჯამში 12.2 მლნ დოლარი შეადგინა.