reportiori.ge - ათი რჩევა ყოველდღიურობის გასახალისებლად
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 16:23
სხვადასხვა
ათი რჩევა ყოველდღიურობის გასახალისებლად
ავტორი:
17 თებერვალი, 2014. 18:25



გამოძებნეთ თავისუფალი ნახევარი საათი (თუნდაც გვიან საღამოს) სპორტისთვის. თუ ვარჯიშისთვის ვერ იცლით ან გეზარებათ, დილის ან საღამოს მოციონი (ოღონდ, სწრაფი ნაბიჯით უნდა იაროთ) ნამდვილად შეგმატებთ მხნეობას.

 

 

შეადგინეთ მთელი დღის სამოქმედო გეგმა და ჩაიწერეთ ბლოკნოტში. ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ ყოველი ჩაწერილი პუნქტის გასწვრივ მონიშნული პლუსი (ანუ – „შესრულებულია“) საოცარ სიამოვნებას განგვაცდევინებს და კარგ ხასიათზე გვაყენებს.

 

 

იარეთ სწრაფად, თუნდაც არსად გაგვიანდებოდეთ. სწრაფი სიარულის დროს ჩქარდება ნივთიერებათა ცვლა და მოზღვავებულ ენერგიას ვგრძნობთ.

 

 

ხშირად შეხვდით მეგობრებს. ეს სტრესის და დაღლილობის მოხსნის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებ. კიდევ უფრო უკეთესი იქნება, თუ ფლირტს წამოიწყებთ და პაემნებზეც ივლით.

 

 

ხშირად გაიღიმეთ. უყურეთ კინოკომედიებს, იკითხეთ იუმორისტული წიგნები, უსმინეთ მუსიკას, რომელიც კარგ ხასიათზე დაგაყენებთ.

 

 

იხარეთ ყოველი დღითისწავლეთ, ყველაფერში კარგი დაინახოთ და ხშირად გაიხსენეთ ბედნიერი წუთები.

 

 

თვეში ერთხელ მაინც დაპატიჟეთ მეგობრები ფინჯან ჩაიზე და თავს მხიარულების უფლება მიეცით.

 

 

განწყობის ასამაღლებლად შეგიძლიათ კერძში ჩაამატოთ ცოტა მწარე წიწაკა. თუ გსურს ახალი ემოციებ აანთეთ სურნელოვანი სანთლები, მიირთვით კარკადეს ჩაი და ჩართეთ სასიამოვნო მუსიკა.

 

 

თუ სამუშაო დღის განმავლობაში დაღლილობა იგრძენით, მიირთვით მწარე (შავი) შოკოლადის ნატეხი.  ის ძალების აღდგენაში დაგეხმარებათ.

 

 

თვეში ერთ-ორჯერ მაინც გაატარეთ საღამო თქვენს უახლოეს ადამიანთან ერთად (თუნდაც ის ადამიანი თქვენი მეუღლე იყოს).

 

 

(მოამზადა რუსუდან ჯაბანიშვილმა)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016