reportiori.ge - მსოფლიო ბანკმა „საქართველო 2020“-ის პროექტი დადებითაც შეაფასა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 15 ნოემბერი, 2024. 02:19
ეკონომიკა
მსოფლიო ბანკმა „საქართველო 2020“-ის პროექტი დადებითაც შეაფასა
17 თებერვალი, 2014. 18:31



„მსოფლიო ბანკმა საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის პროექტს  „საქართველო 2020“-ს  დადებითი შეფასება მისცა“, - ამის შესახებ მსოფლიო ბანკის მთავარმა ეკონომისტმა ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ჰანს თიმერმა ნოდარ ხადურთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

 

 

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში ჰენრი კერალი და სიღარიბის დაძლევის და ეკონომიკური მართვის ლიდერი რაშნი შანქარი, რომლებთან ერთადაც „საქართველო 2020“-ის პროექტის განხილვა მოხდა.

 

 

„განვიხილეთ ის პროგრესი, რომელსაც საქართველომ წლების განმავლობაში მიაღწია, ვისაუბრეთ მსოფლიო ბანკთან მუშაობის საკითხებზე.  მოხარული ვარ, რომ მთავრობის სტრატეგია ასახავს იმ სამ სფეროს, რომლის განვითარებაც ჩვენც გვქონდა გუნებაში“, - განაცხადა ჰანს თიმერმა.

 

 

ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის განცხადებით, სტრატეგიის პროექტი იმას ითვალისწინებს, რომ ქვეყნის ეკონომიკა უფრო კონკურენტუნარიანი  იყოს.

 

 

„სტრატეგიაში ძირითადი მიმართულებები უკვე გაწერილია, მაგრამ ასევე იქმნება დარგობრივი დოკუმენტები და მინდა გითხრათ, რომ ძალიან ბევრი საინტერესო პროცესია, რაც საქართველოს სწორი გზით განვითარებას ადასტურებს“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

 

 

ხვალისთვის დაგეგმილ მაღალი დონის პოლიტიკურ ფორუმს სახელწოდებით „ეკონომიკური ზრდის გამოწვევები საქართველოსთვის“  მსოფლიო ბანკის მთავარი ეკონომისტიც დაესწრება.

 

 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016