reportiori.ge - ილია ელოშვილი: ხაიშში არა მარტო ქართული ენერგეტიკის, არამედ საქართველოს ეკონომიკური განვითარების ბედი წყდება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 05:53
ეკონომიკა
ილია ელოშვილი: ხაიშში არა მარტო ქართული ენერგეტიკის, არამედ საქართველოს ეკონომიკური განვითარების ბედი წყდება
17 თებერვალი, 2014. 21:56



ენერეგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილ მზადაა, კიდევ ერთხელ აუხსნას საზოგადოებას ხუდონჰესის პროექტის მნიშვნელობა.

"ამ ეტაპზე . წერტილოვანი მოლაპარაკებები მიმდინარეობს ხაიშის მოსახლეობასთან, რომელთა უმრავლესობა თანახმაა ჰესის აშენებაზე. არის რამდენიმე ათეული ადამიანისგან შემდგარი რადიკალური ჯგუფები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ამ პროექტს, მოსახლეობის ძირითად ნაწილს კარგად ესმის ქვეყნისთვის ხუდონის აშენების საჭიროება. მე ვფიქრობ, მოლაპარაკებების პროცესი დადებითი ტენდენციით მიმდინარეობს. მინისტრმა განაცხადა, რომ თავად შეხვდება ხაიშელებს, მაგრამ კახი კალაძის ვიზიტისთვის უნდა მომზადდეს ნიადაგი, რათა შეხვედრა მიტინგს არ დაემსგავსოს", - აცხადებს ილია ელოშვილი.

მისი თქმით, ხუდონჰესის პროექტი 9 ბალიან მიწისძვრაზეა გათვლილი. სეისმოლოგიური საფრთხე არ არსებობს, შესაბამისად, არ არსებობს არც ეკოლოგიური კატასტროფის ალბათობა, ჰესის აშენება არ შეცვლის კლიმატურ პირობებს. ამაზე დასკვნა კი ჰოლანდიელმა ექსპერტებმა მოამზადეს.

"ყველა საფრთხე, რომელზეც აქამდე საუბრობდნენ, ეს იქნება სეისმოლოგიური, ეკოლოგიური თუ კლიმატური, გამოირიცხა. პროექტის მოწინააღმდეგეებს აღარ დარჩათ არგუმენტი და ისინი აყენებენ წინადადებას, რომ ხუდონი აშენდეს სხვა ტერიტორიაზე, მეტიც, ამტკიცებენ კიდეც. ეს არის არაპროფესიონალების და დემაგოგების საუბარი, რადგან ისინი უყურებენ ჩვეულებრივ კარტოგრაფიულ რუქას და იმის მიხედვით საზღვრავენ, თუ სად უნდა აშენდეს ჰესი. გეოლოგების მიერ არის შესწავლილი იქ არსებული მიწის თითოეული გოჯი და ჰესის ასაშენებლად სწორედ სოფელ ხაიშის ტერიტორიაა მიზანშეწონილი. ერთადერთი არგუმენტი, რომელიც დარჩა მოწინააღმდეგეების მხრიდან არის ის, რომ განსასახლებელია 184 ოჯახი და გადასატანია სოფელ ხაიშის ადგილობრივი ეკლესია, რომლის გადატანაც შესაძლებელია. დღეს ხაიშში არა მარტო ქართული ენერგეტიკის, არამედ საქართველოს ეკონომიკური განვითარების ბედი წყდება", - განაცხადა ილია ელოშვილმა.

 

 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016