reportiori.ge - ხუთი ყველაზე უჩვეულო პროფესია
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 16:28
სხვადასხვა
ხუთი ყველაზე უჩვეულო პროფესია
ავტორი:
18 თებერვალი, 2014. 11:43

ოცნებებით მოვაჭრე - ცნობილი მეწარმე შოუბიზნესის ვარსკვლავობაზე ოცნებობს, მხატვარი რომელიღაც ბრაზილიელ ლამაზმანთან შეხვედრაზე, მასწავლებელი - პარაშუტით ხტომაზე. ახლა ნებისმიერი, არარეალური ოცნების ასრულებაც კი შეიძლება, თუ მიხვალთ კომპანიაში, რომელიც თავისი კლიენტების ნებისმიერი ფანტაზიის განხორციელების პირობას დებს. ასეთი კომპანია ჯერჯერობით ჩიკაგოში არსებობს და მის თანამშრომლებს სწორედ ასე ჰქვიათ - ოცნებებით მოვაჭრენი.



ტვინის ამომცლელი - არა, ეს სულაც არ არის ის, რასაც ყოველდღე აკეთებს დედაშენი, შენი შეფი ან ქმარი. ტვინის ამომცლელი პროფესიაა - ეს ადამიანი მოკლულ საქონელს აცლის ტვინს და რესტორანში გზავნის. 


შოპერი - ეს არც ისე ახალი პროფესიაა. შოპერი არის ადამიანი, რომელიც შოპინგისას ახლავს მყიდველს - სავაჭრო ცენტრში, ბუტიკში, მაღაზიაში. ის ეხმარება მოდური ტენდენციების შესაბამისი სამოსის შერჩევაში. 


მატარებელში შემტენი - პიკის საათზე ტოკიოს მეტროში ათასობით ადამიანი ცდი­ლობს მატარებელში შეღწევას და ბევრი კარებშივე იჭედება. სწორედ ამ დროს მოდიან დასახმარებლად „მატარებელში შემტენველები", რომლებიც ძალიან ცდილობენ, რომ ყველა გაჩხერილი ადამიანი დროულად „შეეტენოს" ვაგონში. იაპონიაში ამ პროფესიის ადამიანებს „ბას-ბასებს" უწოდებენ. ცოტა ხნის წინ ისინი ამერიკაშიც გამოჩნდნენ, სადაც მათ „პუშერები" ჰქვიათ.


 

 

ჟურნალ „რეიტინგის" მასალებზე დაყრდნობით

(მოამზადა რუსუდან ჯაბანიშვილმა)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016