reportiori.ge - „ჟვანია გარდაცვლილი ვნახე, მანამდე რა მოხდა, ეს მხოლოდ მკვლელმა იცის“ – წამოსცდა ბარამიძეს ჟვანიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 03:56
პოლიტიკა
„ჟვანია გარდაცვლილი ვნახე, მანამდე რა მოხდა, ეს მხოლოდ მკვლელმა იცის“ – წამოსცდა ბარამიძეს ჟვანიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:
15 ივლისი, 2013. 18:31

ახალი ხელისუფლება საზოგადოებას დაჰპირდა, რომ  ზურაბ ჟვანიას საქმე მალე გაიხსნება. ამის შესახებ „კვირის პალიტრა“ ზურაბ ჟვანიას მეგობარსა და თანაგუნდელს, გიორგი ბარამიძეს ესაუბრა, რომელიც ზურაბ ჟვანიას ძმის მიერ, მკვლელობის ერთ-ერთ თანამონაწილედაც კი სახელდება.

როგორც ბარამიძე გამოცემასთან საუბარში აცხადებს, არავის არასდროს უმტკიცებია, რომ ჟვანიას სიკვდილი უბედური შემთხვევა იყო, თუმცა ალბათ ყველას გვახსოვს შინაგან საქმეთა მაშინდელი მინისტრის ვანო მერაბიშვილის განცხადება, იმასთან დაკავშირებით, რომ სიკვდილის მიზეზი ბინაში არასწორად დამონტაჟებული ირანული გამათბობელი და გაზით მოწამვლა გახდა. არაერთხელ გაუმეორებია ეს ვერსია პრეზიდენტ სააკაშვილსაც.

ისინი მაღალი თანამდებობის პირები იყვნენ და მეტი ინფორმაცია ჰქონდათ, ამიტომ აძლევდნენ თავს უფლებას, ასეთ დეტალებზე ესაუბრათ. მე თუ მკითხავთ, მსგავსი განცხადებების გაკეთება არასწორი იყო, რისთვისაც დასავლეთისგან საყვედური არაერთხელ მიგვიღია,-აცხადებს ამის შესახებ ბარამიძე.

საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთ ლიდერს ჟურნალისტთან საუბარში ერთი ასეთი ფრაზა წამოცდა:საბურთალოზე ჟვანია გარდაცვლილი ვნახე, მანამდე რა მოხდა, ეს მხოლოდ მკვლელმა იცის, რაც საფუძვლიან ეჭვს ბადებს, რომ ჟვანია ნამდვილად მოკლულია და ეს წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნებისათვის ცნობილია.

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი პრემიერ-მინისტრი შავნაბადაზე პრეზიდენტისა და შს მინისტრის თვალწინ მოკლეს. შემდეგ ცხედარი საბურთალოზე ტელევიზორის ყუთით გადაიტანეს. ბარამიძე ამ ვერსიას ნაბოდვარს უწოდებს.

ოფიციალური ვერსიით, 2005 წლის 3 თებერვალს, თბილისში, საბურთალოს ქუჩის 53-ე სახლის ერთ-ერთ ბინაში, რომელიც მოქალაქე ეკა კიკიანს ეკუთნის, პრემიერი ზურაბ ჟვანია ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილეს რაულ იუსუფოვს შეხვდა. ეს ბინა პრემიერ-მინისტრის პირად დაცვას კონსპირაციული შეხვედრებისთვის ჰქონდა ნაქირავები. გამთენიისას პრემიერის დაცვის წევრებმა ბინაში ჟვანიას და იუსუფოვის ცხედრები აღმოაჩინეს. პროკურატურამ ბოლო რვა წლის მანძილზე, გამოძიების დასრულება და საქმის დახურვა ვერ შეძლო.

„რეპორტიორი“ცდილობდა ბარამიძეს დაკავშირებოდა, თუმცა მან ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016