reportiori.ge - სოზარ სუბარის პასუხი არასამთავრობო ორგანიზაციებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 15 ნოემბერი, 2024. 02:25
სამართალი
სოზარ სუბარის პასუხი არასამთავრობო ორგანიზაციებს
ავტორი:
06 აგვისტო, 2013. 11:39

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო ლევან კორტავას გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება.


გვსურს განვაცხადოთ, რომ ლევან კორტავას გარდაცვალებიდან რამდენიმე დღეში, 2013 წლის 28 მაისს, დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდნენ შემდეგი პირები:
გეგუთის #14 სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორი მალხაზ სინაურიძე;
გეგუთის #14 სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორის მოადგილე თენგიზ კუჭავა;
გეგუთის #14 სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორის მოადგილე ივერი გოგიბერიძე.

2013 წლის 4 ივნისს დაკავებული თანამდებობები დატოვეს სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების უფროსმა ოთარ გულიაშვილმა და უსაფრთხოების განყოფილების უფროსმა ოთარ მარდალეიშვილმა.


ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაში არასწორადაა ციტირებული პროკურატურის განცხადება, თითქოს, „გეგუთის ციხის თანამშრომელი პატიმარზე უკანონო ზეგავლენის მოხდენას ავალებდა იმავე დაწესებულების სხვა პატიმრებს, რომელთაც სავარაუდოდ გარკვეული კრიმინალური ავტორიტეტი გააჩნდათ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში",  სინამდვილეში, ზუსტი ციტირება ასეთია: „გეგუთის დაწესებულების თანამშრომელმა მასზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობის უგულვებელყოფით, კონფლიქტური სიტუაციის გარკვევა დაავალა ერთ-ერთ მსჯავრდებულს".

რაც შეეხება სასჯელაღსრულების სისტემის მონიტორინგს, მას აწარმოებს სახალხო დამცველი და მასთან არსებული პრევენციის ეროვნული მექანიზმი, რომლის შემადგენლობა, წინა წლებთან შედარებით, რამდენჯერმე გაიზარდა და მასში მონაწილეობს 20 სხვადასხვა  არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, რომლებმაც უკვე გაიარეს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ტრენინგი"-აღნიშნულია განცხადებაში. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016