„ლევან კორტავას გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით პროკურატურამ მაქსიმუმი გააკეთა, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველა დეტალი არის გარკვეული და ყველა პირი პასუხისგებაშია მიცემული" - ეს განცხადება სოზარ სუბარმა ჟურნალისტრებთან შეხვედრისას გააკეთა. მინისტრის განმარტებით საქმის ძიება გრძელდება და თუ გამოიკვეთება ვინმეს ბრალეულობა მათი დაკავებაც მოხდება. დღეისათვის კი დაკავებულია 8 ადამიანი,მათი ნაწილი თანამშრომელია, ნაწილი კი მსჯავრდებული.
„ნაციონალური მოძრაობის" 9 წლიანი მმართველობის შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მოხდა სწრაფი და ადეკვატური რეაგირება. წლების განმავლობაში ციხეებში პატიმრებას აწამებდნენ, დღეში კი რამდნიმე მსჯავრდებული კვდებოდა, თუმცა პასუხისმგებლობის საკითხი არ დგებოდა"-განაცხადა სოზარ სუბარმა.