reportiori.ge - ირაკლი ღარიბაშვილი: ეს რეფორემები, წარმატებები და მიღწევები თითოეული პოლიციელის დამსახურებაა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 15 ნოემბერი, 2024. 02:01
სამართალი
ირაკლი ღარიბაშვილი: ეს რეფორემები, წარმატებები და მიღწევები თითოეული პოლიციელის დამსახურებაა
ავტორი:
06 აგვისტო, 2013. 12:44

ამ წუთებში,  შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, კახეთის მთავარი სამმართველოსთვის ახალი საპატრულო მანქანების ოფიციალურად გადაეცემის ცერემონია მიმდინარეობს. ღონისძებას შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელები ესწრებიან. მინისტრმა პოლიცის თანამშრომლებს გაწული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.

 

„საპატრულო პოლიციაში სიახლების დანერგვას მთელი ქვეყნის მასშტაბით ვაგრძელებთ. ამ სიახლეებით დღეს კახეთის რეგიონში წარვსდექით. ამაყი ვარ იმით, რომ უკანასკნელ პერიოდში საზოგადოეობრივი წესრგის და ადამიანების უფლებების დაცვის კუთხით, მნიშნველოვანი რეფორმები გავატარეთ. ეს რეფორემები, წარმატებები და მიღწევები თითოეული პოლიციელის დამსახურებაა. მინდა, გულითადი მადლობა გადაგიხადოთ გაწეული სამსახურისთვის. პატრულის საქმიანობის მარეგულირებელი ახალი ინსტრუქციებით, პოლიციის ქცევის კოდექსით, კანონპროეექტის „პოლიციასა და საგზაო მოძრაობის შესახებ", ჩვენ ვქმნით სამრთლებრივ სივრცეს, რომელშიც საზოგადოებისა და პოლიციის ურთიერთობა დასავლურ სტანდარტებს ეფუძნება.


ამ სატანდარტების შესაბამისი პრაკტიკული უნარ-ჩვევების განვითარების მიზნით, პარტნიორი ქვეყნების წამყვანი ექსპერტების დახამრებით, ჩვენ ვახორციელებთ პოლიციელთა კვალიფიკაციის ამაღლებას, ტრენინგებისა და სწავლების ჩატარებას. პროფესიონალი კადრების მატება საშუალებას გვაძლევს, გავზარდოთ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟების რაოდენობა, გავაფართოვოთ პატრულირების არეალი და მომსახურების ზონა.


კახეთის რამდენიმე  რეგიონალურ დანაყოფს დაემატა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. უახლოეს მომავალში საპატრულო პოლიციის სერვისი ხელმისაწვდომი იქნება კახეთის ყველაზე მოშორებულ ადგილებშიც კი. ძველი ავტომანქანები შეიცვალა ახლით. ახალი საპატრულო ეკიპაჟები აღიჭურვა გაუმჯობესებული, თანამედროვე დიზაინის და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ფორმებით, რაც კიდევ ერთი წინაპირობაა იმისა, რომ უფრო ეფექტურად და ხარისხიანად იყოს დაცული კახეთის მოსახლეობის უსაფრთხოება. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საპატრულო ეკიპაჟები აღიჭურვნენ სამეთვალყურეო ვიდეო კამერებით. მუშაობის ეს მეთოდი აპრობირებულია ევროპასა და ამერიკაში და ემსახურება, როგორც მოქალაქეების ისე პოლიციელების უფლებების დაცვას",-განაცხადა მინისტრმა ღარიბაშვილმა.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016