კახეთში შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, მთავარი სამმართველოსთვის ახალი საპატრულო მანქანების ოფიციალურად გადაეცემის ცერემონია მიმდინარეობს. ღონისძებას შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელები ესწრებიან. მინიტრი სიტყვით გამოსვლისას აგვიტოს ომის თემასაც შეეხეო, მისი განცხადებით, რუსეთ-საქართველოს ომმა მძიმე დანაკლისი მოუტანა საქართველოს.
„ახლოვდება 8 აგვისტო. 5 წლის წინ, ჩვენ ქვეყანას დიდი განსაცდელის გამოვლა მოუწია. რუსეთ-საქართველოს ომმა მძიმე დანაკლისი მოგვიტანა. ოკუპირებული ტერიტორიები, იძულებით გადაადგილებული ჩვენი თანამოქალაქენი, დაჭრილები და დაღუპულები. ძვირფასო პოლიცელებო, ჩემო მეგობრებო, პატივი უნდა მივაგოთ მუდამ იმ პირთა ხსნოვანს, რომლებიც ამ ომში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლას შეეწირნენ. დაღუპულთა შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს გმირი თანამშროლებიც არიან. მათი სახელი მათმა თავდადებამ უკვდავყო. მჯერა, რომ მათ თავგანწირვას ფუჭად არ ჩაუვილია. გააზრებული, თანმიმდევრული და ქმედითი ნაბიჯების შედეგად, ახლო მომავალში შევძლებთ გარეთიანებული საქართველოს საზღვრის არიალში საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფას. იმ პროგრესის დანერგვას, რომელიც ქართულ პოლიციაში დღეს ხორციელდება. კიდევ ერთხლე მოგილოცავთ ყველას ამ წარმატებებს. მარად ვემსახუროთ ჩვენს ქვეყანას, ჩვენ სამშობლოს!"-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.