reportiori.ge - თბილისის ზოოპარკში ზებრა დაიბადა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 16:28
სხვადასხვა
თბილისის ზოოპარკში ზებრა დაიბადა
ავტორი:
19 თებერვალი, 2014. 18:51



თბილისის ზოოპარკში კიდევ მატებაა. მამრი ზებრა დაიბადა. პატარა კარგად გრძნობს თავს. მისი დედისთვის ეს პირველი შვილია და ცდილობას კარგად მოუაროს პატარს.

 

ზებრა, აფრიკის კონტინენტზე გავრცელებული ცხენისებრთა ოჯახის წარმომადგენელია. ამჟამად ბუნებაში ზებრას სამი სახეობა გვხვდება: ბურჩელის ზებრა (იგივე კვაგა), მთის ზებრა და გრეივის, ანუ უდაბნოს ზებრა. ზებრა, აფრიკის კონტინენტზე გავრცელებული ცხენისებრთა ოჯახის წარმომადგენელია.

 

ამჟამად ბუნებაში ზებრას სამი სახეობა გვხვდება: ბურჩელის ზებრა (იგივე კვაგა), მთის ზებრა და გრეივის, ანუ უდაბნოს ზებრა. ზებრა დიდ ჯოგებად ცხოვრობს, ის ტყიან ადგილებსა და ბუჩქნარშია გავრცელებული. ზებრის ხსენებისას ადამიანთა უმრავლესობას მისი გამორჩეული, შავ-თეთრი შეფერილობა და ზოლები ახსენდება. რომელთა დანიშნულების შესახებაც უამრავი მოსაზრება არსებობს. ითვლება, რომ ზოლების მოხაზულობის წყალობით ზებრები ერთმანეთს ცნობენ (აქვე უნდა ითქვას, რომ ყველა ზებრას ინდივიდუალური და განსხვავებული ზოლები აქვს). ზებრას კარგად განვითარებული გრძნობის ორგანოები გააჩნია. მას შესანიშნავი მხედველობა აქვს, როგორც დღისით ასევე ღამით. (ითვლება, რომ მას ფერების გარჩევაც შეუძლია) ასევე კარგად აქვს განვითარებული ყნოსვა და სმენა (ზებრას ყურების მოძრაობა თითქმის ყველა მიმართულებით შეუძლია).ზებრების სხეულის სიგრძეა 2-2,4 , წონა 350 კგ-მდე. მაკეობა 346-369 დღე გრძელდება. შობენ 1-2 ნაშიერს. ლამაზი ტყავისთვის უმოწყალოდ ანადგურებდნენ, რის გამოც მათი რაოდენობა ძლიერ შემცირდა.ზოგი სახეობა კი სულ ამოწყდა. ამჟამად მათზე ნადირობა ან სრულიად აკრძალულია, ან დაშვებულია მხოლოდ ზოგ რაიონში. ზებრები კარგად იტანენ ტყვეობას, რეგულარულად მრავლდებიან, მაგრამ ძნელად თვინიერდებიან.

 

თბილისის ზოოპარკში ზებრების ნახვა პარკის ბოლოში .. აფრიკის ვოლიერში შეიძლება. სადაც ამჟამად ოთხი მამრი და ორი მდედრი, ანუ ფაშატი ბურჩელის ზებრა (Burchells zebra) ბინადრობს. მათგან ორი ჩვენს ზოოპარკში დაიბადა, რასაც განსაკუთრებით მათ ვოლიერში არსებულმა კარგმა პირობებმა შეუწყო ხელი.

 

 

 

 

 

(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016